თეგებით ძიება
07. 05. 2025 ბიზნესი

7 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო თბილისში

თბილისში ტურიზმის ბუმი გრძელდება და ამის ნათელი დასტურია სასტუმრო ინდუსტრიის ფასები, რომლებიც სულ უფრო მატულობს. იულია რომ მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარული თვეა, ამ პერიოდში თბილისის ბრენდულ სასტუმროებში ღამისთევის საფასური ორ ადამიანზე საშუალოდ 700–800 ლარს აღწევს. მაგალითად, 27 ივნისს ყველაზე ძვირადღირებული შეთავაზება Paragraph Tbilisi-ში ფიქსირდება — ღამისთევა 2 ადამიანზე 815 ლარი ღირს. შემდეგ მოდის Tbilisi Marriott — 786 ლარით, და Radisson Blu Iveria, სადაც ღამისთევა 700 ლარს სცდება.

მიუხედავად ფასების ზრდისა, მოთხოვნა არ იკლებს. თბილისი გამორჩეულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რაც ბუნებრივად აისახება სასტუმროების ღირებულებაზეც — და ეს არა მხოლოდ ღამისთევის ფასზე, არამედ საკუთრების ყიდვისასაც. Kalaki.ge-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე თბილისში გასაყიდად გამოტანილია რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო, რომელთა ფასი 12-დან 18 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

რომელი სასტუმროებია ბაზარზე და რას გთავაზობენ?

  • თავისუფლების მოედანზე მდებარე ახლად გარემონტებული სასტუმრო 67 ოთახით და სრულად აღჭურვილი სერვისით 12 მილიონ დოლარად იყიდება.
  • აღმაშენებლის გამზირზე არსებული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც Ibis-ის ბრენდის სახელით ფუნქციონირებს, 12,9 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მას 5,172 კვ.მ ფართობი და სრულად გამართული ინფრასტრუქტურა აქვს.
  • აბანოთუბნის რაიონში ორი ძვირადღირებული სასტუმროა განთავსებული. ერთი — 152 ნომრით, სპა ცენტრითა და რესტორნით, მეორე კი — ისტორიული შენობაში, 47 ნომრითა და მრავალფუნქციური სივრცით. ორივეს ფასი 15,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
  • ავლაბარში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო 46 ნომრითა და ვერანდით „შავი კარკასის“ მდგომარეობაში 15,5 მილიონად იყიდება.
  • რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარე 158-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო, სრულად მოწყობილი და მზად ფუნქციონირებისთვის, 16 მილიონად არის შეფასებული.
  • ყველაზე ძვირადღირებული შეთავაზება ორთაჭალაში მდებარე 160-ნომრიანი სასტუმროა. მისი ფასი 18 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა შენობა მხოლოდ მწვანე კარკასის მდგომარეობაშია და მოითხოვს დასრულებას.

სასტუმრო ბიზნესში ინვესტირება თბილისში კვლავ პერსპექტიული მიმართულებაა. მაღალი ფასები, როგორც დაჯავშნაში, ისე უძრავი ქონების ბაზარზე, მიუთითებს როგორც მზარდ მოთხოვნაზე, ისე ქალაქის, როგორც ტურისტული მიმართულების, სტაბილურ განვითარებაზე. თუმცა, ამავდროულად, ინვესტორებისთვის გამოწვევაც რჩება — მაღალი ფასი ყოველთვის გარანტირებული შემოსავლის წყარო არ არის. საჭიროა სწორი მენეჯმენტი, მარკეტინგი და სტუმრის გამოცდილებაზე ზრუნვა, რათა სასტუმრო წარმატებული იყოს და ინვესტიცია – შედეგიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა