თეგებით ძიება

როგორ შევარჩიოთ ბინა სწორად? - რჩევები უძრავი ქონების ექსპერტისგან

დღეს საქართველოში ბინის შეძენა მხოლოდ ცხოვრებისეული საჭიროება აღარ არის — ეს გახლავთ გონივრული ინვესტიცია თუმცა, ამ გზაზე სიარულს ხშირად თან სდევს გაურკვევლობა: რა ტიპის ბინა ავირჩიო? სად ვიყიდო? ფასები კიდევ გაიზრდება? რას ითხოვენ ბანკები და როდის არის საუკეთესო დრო გადაწყვეტილების მისაღებად?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად, Tia.ge-მ ინტერვიუ ჩაწერა უძრავი ქონების ექსპერტთან, მონიკა გაბელაიასთან, რომელიც უკვე წლებია უძრავი ქონების ბაზარს აკვირდება, იცნობს მის ტენდენციებს და პრაქტიკული რჩევებით ეხმარება როგორც მყიდველებს, ისე ინვესტორებს.

– მონიკა, თქვენი გამოცდილებით, რა ტიპის ბინები იყიდება უფრო სწრაფად – თეთრი კარკასი თუ შავი კარკასი?

ამ ეტაპზე ბაზარზე თეთრი კარკასის კონდიციაზეა მოთხოვნა. რაც გულისხმობს, რომ ადამიანებს ბინის ჩაბარებისას მეტი შესრულებული სამუშაო ხვდებათ და ნაკლები „შავი სამუშაოს“ შესრულება უწევთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ბინის რემონტთან გამკლავება დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან, დიდი დროის ხარჯვასთან მასალების არჩევაზე, ხელოსნებთან კომუნიკაციაზე. თუ პირველი რემონტია და გამოცდილება არ გვაქვს, გჭირდება, რომ გავერკვეთ მასალების ხარისხში, შესასრულებელი სამუშაოების ფასებზე. მუდმივი ფიქრი, რაიმე არასწორად ხომ არ გაკეთდა. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა შავი კონდიციიდან თეთრის ან მწვანე კარკასის მიღება, რადგან ამ დროს სრულდება ის ფუნდამენტური სამუშაობი, რაც ეხება წყლის გაყვანილობას, ელექტოობას. ერთმა უზუსტობამ, შეიძლება გამოიწვიოს რემონტის დაზიანება. ყოველივე ეს, უზარმაზარ დროს, ფიზიკურ და ფინანსურ რესურს მოითხოვს. გამომდინარე აქიდან, მეტად მოთხოვნადია ის კონდიცია, სადაც ნაკლები სამუშაოს შესრულება არის საჭირო და უკვე არსებულ მდგომარეობაზე კომპანია იღებს პასუხისმგებლობას.

– როგორია დღეს მოსახლეობის განწყობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით?

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ განწყობა ოპტიმისტურია. საქართველოში უკვე დამკვიდრდა აზრი, რომ უძრავ ქონებაში ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებული გზაა. საინტერესოა ისიც, რომ დღეს თბილისში უფრო მეტი ბინა იყიდება, ვიდრე ზოგიერთ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში – ეს მათი განვითარების ეტაპით აიხსნება. იქ უკვე ამოწურეს ქალაქის ცენტრები და მიწის დეფიციტის პირობებში ფასები მკვეთრად გაიზარდა.

საქართველო ჯერ ამ ეტაპზე არ არის, თუმცა რამდენიმე წელიწადში თბილისში მიწის დეფიციტი გარდაუვალია, რაც, ბუნებრივია, ბინებზე ფასის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. ამიტომ დღეს შეძენილი ბინა – ხვალინდელი ფინანსური სიმშვიდის გარანტიაა.

– რომელი კატეგორიის ბინებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და რა განსაზღვრავს მყიდველის გადაწყვეტილებას?

ყველაზე სწრაფად 1 საძინებლიანი ბინები რეალიზდება, რადგან ამ ზომის ბინები საუკეთესო საშუალებაა საინვესტიციოდ. გავლენას ახდენს ასევე ფასი და ლოკაცია. თბილისის სხვადასხვა უბნებში განხვავებული ფასობრივი კატეგორიებია ლოკაციიდან გამომდინარე და ამ ფასებში ძირითადად ცდილობენ საშუალო სეგმენტის ბინების შეძენას. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, რის მიხედვითაც ყველაზე დიდი რაოდენობის ბინები რეალიზდება დიდ დიღომში, სადაც საშუალო სეგმენტისთვის დიდი არჩევანია.

- რამდენად მნიშვნელოვანია დღეს იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობა ბინების გაყიდვების ზრდისთვის?

იპოთეკურის სესხების ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. რეალურად საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობამ გაზარდა ინვესტიციები უძრავ ქონებაში. იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობაა კორპუსი, სადაც შეძენას გეგმავთ იყოს დასრულებული, რაშიც იგულისხმება ფასადის დასრულება და ლიფტების ფუნქციონირება და თანამონაწილეობის თანხის არსებობა. ეროვნული ბანკის რეგულაციებით, თანამონაწილეობის თანხა 15%-დან და 10%-მდე შემცირდა, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ბინის შეძენის შესაძლებლობას. აღნიშნული მოთხოვნების გარდა, კიდევ არსებობს სხვებიც, თუმცა ეს ინდივიდუალურია კომერციული ბანკების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბანკები ასევე ინდივიდუალურ პირობებს სთავაზობენ ბინის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს, ამიტომ უმჯობესია სხვა მოთხოვნების დაზუსტება ბანკის წარმომადგენელთან.

– რას ურჩევდით ადამიანებს, ვინც დღეს ბინის შეძენას გეგმავს?

მომავალმა მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები: დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან უძრავი ქონების ფასი, სტაბილურად იზრდება და დღეს გაკეთებული არჩევანი მომავლის ინვესტიციაა. კომპანიის შერჩევისას აუცილებლად მიაქციონ ყურადღება მის გამოცდილებასა და მშენებლობის დეტალებს.

დღევანდელი უძრავი ქონების ბაზარი დინამიკურია და მიუხედავად იმისა, რომ ფასები ზრდად ტემპს ინარჩუნებს, სწორად შერჩეული ბინა რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მომგებიან ინვესტიციად. 

თუ თქვენც აპირებთ ბინის ყიდვას, გახსოვდეთ - ყოველი დღე, როცა გადადებთ გადაწყვეტილებას, შეიძლება ფულადი დანაკარგის ტოლფასი იყოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა