თეგებით ძიება
14. 05. 2025 სახლი

5 ყველაზე მარტივად მოსავლელი ოთახის მცენარე - მწვანე კომფორტი მცირე ძალისხმევით

ოთახის მცენარეები არა მხოლოდ ინტერიერს ამშვენებს, არამედ გარემოსაც უფრო სუფთას აქცევს. მაგრამ ხშირად მათ მოვლას ზედმეტად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს — სწორედ ამიტომ ამ ბლოგში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მარტივად მოსავლელ ოთახის მცენარეს, რომლებიც მწვანე კომფორტს მცირე ძალისხმევით მოგიტანთ. თუ გინდა შენი სახლი გამწვანდეს და ამავდროულად ყოველდღიური რუტინისგან არ გადაიღალო — ეს სია შენთვისაა.

 1. სანსევიერია (Sansevieria)

სანსევიერია ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და ადაპტირებადი მცენარეა. მას ხშირად “სიდედრის ენას” ეძახიან თავისი გრძელი, წვეტიანი ფოთლების გამო. მისი უნიკალური ფორმა და ფერი თანამედროვე ინტერიერის იდეალურ აქცენტს ქმნის.

მოვლა: სანსევერია თითქმის ყველაფერს უძლებს – დაბალ განათებას, მშრალ ჰაერს და წყლის ნაკლებობასაც კი. უმჯობესია მორწყვა, როცა ნიადაგი სრულად გამოშრება.

2. სპათიფილუმი (Spathiphyllum)

დელიკატური თეთრი ყვავილებით და მუქი მწვანე ფოთლებით, სპათიფილუმი ოთახის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მცენარეა. მისი მეორე სახელია “ქალთა ბედნიერება”, რაც მას პოპულარულ არჩევნად აქცევს სახლის ენერგიის გასაუმჯობესებლად.

მოვლა: უყვარს ოდნავ ტენიანი ნიადაგი, მაგრამ ვერ იტანს ზედმეტ ტენიანობას. მორწყვა საჭიროა მაშინ, როცა ზედაპირი ოდნავ გამომშრალია. ზაფხულში რეგულარული მორწყვა სჭირდება.

3. ზამიოკულკასი (Zamioculcas)

ზამიოკულკასი, ან უბრალოდ „ზიზი“, ერთ-ერთი ყველაზე მოდური მცენარეა ინტერიერის დიზაინში. მისი ბრწყინვალე ფოთლები სივრცეს სიმწვანით და ელეგანტურობით ავსებს.

მოვლა: მას იშვიათად სჭირდება მორწყვა – დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ. ზედმეტი ტენი შესაძლოა ფესვების ლპობა გამოიწვიოს.

4. ქლოროფიტუმი (Chlorophytum) 

ქლოროფიტუმი ცნობილია თავისი ღია მწვანე, ზოგჯერ ზოლიანი ფოთლებით და პატარა ყლორტებით, რომლებიც ფესვებს თავადვე ივითარებენ და ადვილად ხარობენ.

მოვლა: უყვარს ზომიერი მორწყვა. მარტივად იტანს მშრალ ჰაერსაც, რაც მას იდეალურ მცენარედ აქცევს ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში.

5. სუკულენტები 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა