თეგებით ძიება

ბათუმში, ახალი და ძველი ბინების გაყიდვები შემცირდა, ახალაშენებული ბინების ფასი გაიზარდა - Colliers Georgia

აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 6.7%-ით შემცირდა და ჯამში სულ 1,178 ბინა გაიყიდა.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მონაცემებით, აპრილში გაყიდული ბინების ღირებულებამ 67 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ახალაშენებული ბინების შემთხვევაში, ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28.2%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,201 აშშ დოლარი შეადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა