თეგებით ძიება

თბილისში ბინების გაყიდვები 2.6%-ით შემცირდა - როგორი იყო საშუალო ფასი აპრილში

თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 2.6%-ით შემცირდა - ამის შესახებ ირკვევა „ქოლიერსის“ განახლებული მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის აპრილში დედაქალაქში 3 256 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში ბაზრის ზომა 6.6%-ით, 244 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2025 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით 12.9%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 8.1%-ით მოიმატა.

ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 13.8%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ ანალიზში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანზაქციების შემცირების პარალელურად, გაზრდილია ფასები. უფრო კონკრეტულად, აპრილში ზოგადად საცხოვრებელი ბინები დედაქალაქში წლიურად 6.8%-ით გაძვირდა. თუ წელს აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 168 დოლარს გაუტოლდა, წინა წლის იმავე პერიოდში 1 094 დოლარი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა