თეგებით ძიება

"საქართველოს განვითარების ფონდი" თბილისის ზღვაზე 1.3 მილიონი მ²-ის უძრავ ქონებას ყიდის

"საქართველოს განვითარების ფონდი", ყოფილი საპარტნიორო ფონდი თბილისის ზღვის მიმდებარედ მის საკუთრებაში არსებულ 1,3 მილიონი მ²-ის უძრავ ქონებას ყიდის - ამის შესახებ თავად ფონდის მიერ გამოქვეყნებული განაცხადიდან ხდება ცნობილი.

მიწის ნაკვეთების ნაწილს სატყეო და ლანდშაფტ-რეკრეაციული სტატუსი აქვს, ნაწილი კი საცხოვრებელი ზონის სტატუსის მქონეა, შესაბამისად, მის ნაწილზე დეველოპერული პროექტის განვითარება არის შესაძლებელი. თავად საპარტნიორო ფონდის ვებგვერდის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება საცხოვრებელი კომპლექსის განსავითარებლად არის განსაზღვრული. ეს ამჟამად თბილისში სარეალიზაციოდ გამოტანილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონებაა.

განაცხადს თან არ ახლავს უძრავი ქონების საწყისი ფასი, რასთან დაკავშირებითაც BMG-იმ ფონდის პრესსამსახურს შესაბამისი კითხვით მიმართა.

ეს ერთადერთი უძრავი ქონება არაა, რომლის გაყიდვასაც "საქართველოს განვითარების ფონდი" გეგმავს. საინვესტიციო ფონდის ვებგვერდის თანახმად, ისინი ასევე ყიდიან 70,073 მ²-ის მიწის ნაკვეთს ქობულეთის ფიჭვნარში, რომელსაც თან თავისი სანაპირო ზოლიც მოჰყვება.

ფონდი ასევე ყიდის 21 ათასი მ²-ის მიწის ნაკვეთს ოქროყანაში და 195 ათასი მ²-ის უძრავ ქონებას ლილოში, რომელიც ინდუსტრიული დანიშნულებისაა.

2025 წლის მაისში "საქართველოს განვითარების ფონდმა" მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სარეალიზაციო ღირებულების დადგენის მიზნით 28 ათასი ლარის კონტრაქტი გააფორმა აუდიტორულ კომპანია Moore ABC-თან, რომელსაც თბილისში, სენაკში, ბორჯომში, რუსთავსა და გარდაბანში ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეფასება დაევალა. შესაბამისად, ფონდი სავარაუდოდ მისი აქტივების გაყიდვის გააქტიურებას გეგმავს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა