თეგებით ძიება

გაძვირდება თუ გაიაფდება ბინები? – უძრავი ქონების ექსპერტის პროგნოზი

რა ელოდება უძრავი ქონების ბაზარს საქართველოში მომდევნო წლებში? გაძვირდება ბინები თუ პირიქით – გაიაფდება? ვინ სარგებლობს ყველაზე მეტად არსებული ტენდეციებით და რა უბნებს აქვს ზრდის პოტენციალი?- ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე tia.ge-ს უძრავი ქონების ექსპერტი, ანანო ცხომარია ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში ფასები გაიზრდება, დაიკლებს თუ შედარებით სტაბილური დარჩება?

- მომდევნო 2 წლის მანძილზე, უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება, თუმცა ზრდის ტემპი არ იქნება ისეთივე სწრაფი როგორიც იყო 2023 წელს, ფასების ზრდა კი გამოწვეული იქნება და ეხლაც არის მშენებლობის ხარჯის ზრდასთან, რეგულაციების გამკაცრებასა და გაზრდაზე, მიწის ღირებულების გაზრდაზე. ქალაქში იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად მეტროს ხაზების დამატება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს, ახალ ტერიტორიებზე ბინის მყიდველთა მოთხოვნის ზრდას.

რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული უძრავი ქონების ფასების დინამიკა საქართველოში?

- უძრავი ქონების ფასის ზრდასა და შემცირებას, განაპირობებს როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული ვითარება. სამშენებლო მასალის ღირებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე, ასევე ამ საქმეში ლომის წვლილი უკავია საბანკო სექტორს, რადგან იპოთეკური სესხის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოთხოვნას.

რომელი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 5 წელიწადში?

- იქიდან გამომდინარე რომ თბილისში უკვე სამშენებლო ადგილები იწურება, ჩემი აზრით მაქსიმალურად განაშენიანდება ლილო, მუხიანი, დიღმის მთები და მსგავსი ადგილები, რომლებიც დღეს თითქოსდა უინტერესოდ გამოიყურებიან. ბოლო წლებში პანდემიამ ხალხს მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ბინა "სიმყუდროვისთვის" საკმარისი არ არის, მომხმარებლებს სურს, გამწვანება, ეზო და სიმშვიდე და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უახლოეს პერიოდში მაქსიმალური მოთხოვნა წამოვიდა ეგრედწოდებულ "პერიფერიებზე".

რომელი რეგიონები ან უბნები იქნებიან თქვენი აზრით მომავალში განსაკუთრებით პერსპექტიული ინვესტიციებისთვის?

- ინვესტორისთვის, უძრავი ქონების შესაძენად საინტერესოა არა მარტო ამჟამინდელი მდგომარეობა და მოთხოვნადობა, არამედ მისი პონტენციალი, თუ რა შეიძლება იყოს იმ ადგილზე 5-7 წლის შემდეგ, ის უყურებს მის პოტენციალს და ჩემი აზრით ასეთი პოტენციალით გამოირჩევა, ავლაბარი, დიღმის ტყე, ფონიჭალა და ლილო.

როგორ ხედავთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 10 წლის შემდეგ?

- 10 წლის შემდეგ საქართველში დაძლეული გვექნება სნობური აზროვნება, და მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ უბანზე არ იქნება, გიჟური მოთხოვნა, მოხდება ახალი ცენტრალური და მეორეხარისხოვანი უბნების ჩამოყალიბება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა