თეგებით ძიება

თბილისში ფართების ქირაობა ყველაზე ძვირი რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზეა

თბილისში 10 თანამედროვე, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 291 728 კვ.მ-ს შეადგენს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ 2024 წლის მიმოხილვაშია საუბარი.

კვლევის მიხედვით, ბათუმში წარმოდგენილია 5 სავაჭრო ცენტრი, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 53 901 კვ.მ-ს შეადგენს. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები ძირითადად სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენენ. ხოლო, ზუგდიდს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 2023 წელს შეემატა.

მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარამ კვ.მ-ზე 24.1 დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4%-ით მეტია. იმავე პერიოდში, ბათუმის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარა 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 23.1 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქუჩის სავაჭრო ობიექტებს, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ.-ზე 31 დოლარს შეადგენდა, მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო - კვ.მ.-ზე 25.5 დოლარით.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ თანახმად, თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ. - $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ. - $33.2) გამზირებზეა. ბათუმში გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ.-ზე $29.4-ს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა