კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად: მაღალი ჭერი, მზა კომუნიკაციები, გამჭვირვალე ვიტრაჟები, მოწესრიგებული გარემო და ურბანულად მზარდი ლოკაცია – ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთ მისამართზე.
ეს ყველაფერი გელით გლდანში, თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, სადაც "ალფა სახლის“ ახალი პროექტი კომერციული ფართების ახალ სტანდარტს ქმნის.
პროექტში კომერციული ფართების ფართო არჩევანია:
42 კვ.მ-დან – 900 კვ.მ-მდე. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობა ექნებათ მცირე მეწარმეებს, საშუალო ბიზნესს, ჰიპერმარკეტებს, აფთიაქებს, სილამაზის ცენტრებს ან საბანკო დაწესებულებებს იპოვონ სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება მათ მიზნებსა და საჭიროებებს.
ჩაბარების პირობები – ბიზნესისთვის მომზადებული გარემო
- ალუმინის ვიტრაჟული ფასადი – თანამედროვე ვიზუალი და ბუნებრივი განათება;
- გალესილი კონტურული კედლები – იდეალური საწყისი ინტერიერის მოსაწყობად;
- წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობა;
- მიყვანილი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი;
- სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის;
- თელმიკოს, თბილისი ენერჯისა და GWP-ის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ფართს, რომელიც ტექნიკურად მზად არის საქმიანობის დასაწყებად – დროის დაკარგვის გარეშე.
ფართების ფასი: $3,800-დან (ერთიანი გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური შეთანხმება). ეს არის გამორჩეული შეთავაზება გლდანის მზარდ ზონაში, სადაც ბიზნესის პერსპექტივა რეალურია და ყოველწლიურად იზრდება.
გლდანი – ეს აღარ არის მხოლოდ საცხოვრებელი უბანი. ეს არის ის ადგილი, რომელიც ბოლო წლებში იქცა სწრაფად განვითარებად რაიონად – აქ შენდება ახალი პროექტები, ნახლდება ინფრასტრუქტურა, იზრდება მოთხოვნა კომერციულ ფართებზე.
თენგიზ შეშელიძის ქუჩა გლდანის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მონაკვეთია – ზონა, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა როგორც აქტიური საცხოვრებელი და კომერციული არეალი, სადაც დაკმაყოფილებულია ის კრიტიკული პარამეტრები, რაც წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელია.
დღეს შეძენილი ფართი აქ მხოლოდ ამჟამინდელი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ნიშნავს – ის სტაბილური უძრავი ქონების რესურსია, რომელიც დროთა განმავლობაში დამატებით ღირებულებას იძენს.