თეგებით ძიება

"ალფა სახლის" უპრეცედენტო გათამაშება – რეალური ბინა, რეალური შანსი, რეალური მოგება

უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც მოლოდინები ხშირად იმედგაცრუებით სრულდება, "ალფა სახლი" სრულიად ახალი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს - გულწრფელობას, გამჭვირვალობას და ადამიანური ღირებულებების ცენტრში დაყენებას. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე გაჩნდა უნიკალური ინიციატივა - ბინის გათამაშება, ყოველგვარი ფინანსური ან სამართლებრივი ვალდებულებების გარეშე. ეს არ არის მორიგი მარკეტინგული ხრიკი – ესაა კონკრეტული ნაბიჯი იმ წლების ნდობის გასამყარებლად, რაც "ალფა სახლმა" თავისი მომხმარებლის სიყვარულით მოიპოვა.

- ალფა სახლის ბინის გათამაშება – ერთი შეხედვით ზღაპარივით ჟღერს. როგორ გაჩნდა ეს იდეა და რატომ გადაწყვიტეთ ასეთი თამამი ნაბიჯი?

ირა მელიმონაძე: 

მართლა ზღაპარივით ჟღერს, არა? მაგრამ ეს ჩვენი ბრენდის ბუნებაა – რაღაც განსხვავებული და გულწრფელი. ყოველთვის გვინდოდა, რომ ადამიანებს უბრალოდ "ფართის“ ან "კედლების“ ყიდვა კი არა, ემოცია და შთაბეჭდილება შეგვეთავაზებინა. და ასე გაჩნდა იდეა – რატომ არ შეიძლება "ალფა სახლმა" ვინმეს ოცნება აუსრულოს ბინით, რომელიც უკვე რეალურად არსებობს და არ სჭირდება არც ერთი თეთრის გადახდა? აქამდეც youtube განვითარების პროცესში ბევრ გათამაშებას ვუყურებდით – მანქანები, ტოსტერები, ველოსიპედები… მაგრამ ბინა? ეს კი ჯერ არავის გაუკეთებია და ჩვენმა გუნდმა თქვა: "ეს პირველი ჩვენ უნდა ვიყოთ!“

- რა არის მთავარი განმასხვავებელი? ბინაა მთავარი პრიზი, მაგრამ სხვა დეტალებიც ხომ აქვს ამ გათამაშებას?

ირა მელიმონაძე: 

დიახ! მთავარი ისაა, რომ ეს გათამაშება სრულიად უფასოა. არც ზარები, არც სმს-ები, არც "სწრაფი გადახდები“ – არაფერი, რითაც ადამიანმა შეიძლება იეჭვოს ან დაიღალოს. უბრალოდ უნდა ითამაშოს იუთუბერთან ერთად, გამოიწეროს ქართული youtube არხი "საეჭვო კაცი" და დაიმსახუროს შანსი მოიგოს ბინა. 

მთავარი კი ისაა, რომ ეს ბინა არ არის ჰაერი – ეს რეალური შანსია, რომელიც უკვე აშენებულ კედლებში ცხოვრებით მთავრდება და ყველაფერ ექსკლუზივთან ერთად ეს გვგონია ყველაზე მაგარი ამბავი! მოიგებს, მოვა და დაიწყებს მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს რომ იცხოვროს. 

- თქვენი გათამაშება ბევრისთვის შეიძლება იყოს "სინათლის სხივი“ იმ პირობებში, სადაც ბევრი იჯარა ან კრედიტია საჭირო. რას ფიქრობთ ამაზე?

ირა მელიმონაძე: 

მართლაც ასეა. დღეს ბინის შეძენა საქართველოში უამრავი ადამიანის მთავარი ოცნებაა - კრედიტები, პროცენტები, სარეკლამო "ნათქვამი და რეალობა“... ჩვენმა გათამაშებამ კი უბრალოდ უნდა აჩვენოს, რომ არის რაღაც შანსი, თუნდაც სამ მილიონში ერთი მაგრამ არის!!! ბინის მოგება, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ასე რომ, დიახ – გვინდა ცოტა იუმორი და განსხვავებული ხედვა შევიტანოთ იმ "საშიშ თამაშებში“, რასაც ხშირად უძრავი ქონების ბაზარი ჰგავს დაბნეული მომხმარებლისთვის.

- გქონდათ განცდა, რომ "პირველი პრეცედენტი“ საქართველოსთვის ისტორიაა?

ირა მელიმონაძე: 

დიახ, ალფას მთავარი გზავნილი და მოტივაცია 23 წელია ასეთია – გავაკეთოთ რაღაც, რაც დღემდე არავის გაუკეთებია. ჩვენთვის ეს კამპანია არ არის უბრალოდ მარკეტინგი – ეს არის ერთგვარი განაცხადი, თანაც ძალიან თამამი: ჩვენ არ ვართ მხოლოდ ბეტონის კედლები და ფასადი. ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც შეუძლია თქვენი ოცნება რეალობად აქციოს. გათვლა გრძელვადიან მომავალზე გააკეთოს და განსხვავებულად წარმოაჩინოს სფერო, რომ იყოს არა ვირტუალური, არამედ ნამდვილი, დამაჯერებელი სიურპრიზი – აი, სწორედ ეს გვინდოდა.

- რა გაგრძელებაა შემდეგი? ხომ არ გავიგებთ უფრო მასშტაბურ გეგმებს?

ირა მელიმონაძე: 

რასაკვირველია! შეიძლება არსებობენ კომპანიები, რომლებიც შორს იყურებიან, ჩვენ კი ძალიან შორს ვიყურებით. გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი სიურპრიზი შევთავაზოთ და დავამტკიცოთ, რომ ბრენდი უნდა იყოს არა მხოლოდ მშენებლობის, არამედ მომხმარებლის ემოციის შენებაც. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა