"გაყიდვებში მაღალი საფასო კატეგორიის ბინების წილი გაზრდილია“ - როგორია ფასები თბილისში
თბილისში აპრილში 3 206 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი კი ამავე პერიოდში 1 255 დოლარი იყო. „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვა აჩვენებს, რომ აპრილში გაყიდვები წლიურად მცირედით, 0.4%-ით, ფასი კი 4%-ით გაიზარდა.
ამავე კვლევის მიხედვით, აპრილშიც ძველ პროექტებში გაყიდული ბინების რაოდენობა, ახალ პროექტებში გაყიდული ბინების რაოდენობას აჭარბებდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ახალ პროექტში გაიყიდა 613 ბინა, ძველ პროექტში კი 2 593.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბინების გაყიდვები 10%-ით არის შემცირებულია, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში ფასის 3%-ით არის გაზრდილი.
„2025 წლის აპრილში, იმ ბინების წილი, რომელთა ფასი კვ.მ-ზე აღემატება 1200 დოლარს, ჯამურ ტრანზაქციებში გაზრდილია წლიურად. მაღალი (კვ.მ-ზე 1500 დოლარზე მეტი) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 27% შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 6 პროცენტული პუნქტით აღემატება“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის აპრილის თვის მიმოხილვაში.