თეგებით ძიება

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 72% თბილისზე მოდის

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 72% თბილისზე მოდის. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 179.4 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, აქედან 130.234 მლნ დოლარის თბილისში.

FDI-ის მიხედვით მეორე ადგილზეა მცხეთა-მთიანეთი, მესამე ადგილზე კი აჭარა.

გთავაზობთ 5 რეგიონს, სადაც 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა:

  • თბილისი - 130.234 მლნ დოლარი
  • მცხეთა-მთიანეთი - 17.707 მლნ დოლარი
  • აჭარა - 14.159 მლნ დოლარი
  • სამცხე-ჯავახეთი - 12.991 მლნ დოლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7.741 მლნ დოლარი

ცნობისათვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით. 2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა