თეგებით ძიება

ვის ეკუთვნის 10 უმსხვილესი მშენებელი კომპანია საქართველოში

საქართველოში სამშენებლო სექტორი წლიდან წლამდე მზარდი ტემპით ხასიათდება. ასე მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს სამშენებლო სექტორის ბრუნვამ დაახლოებით 14 მილიარდი ლარი შეადგინა.

საინტერესოა ის შენობების მშენებელი კომპანიებიც, რომელთა ბრუნვაც გასულ წელს ყველაზე მაღალი იყო.

  1. შპს „დაგი“ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების ათეულში გვხვდება. ის ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წილები ასეა გადანაწილებული: გოგი გულორდავა (75%); თამარ ჩხეტია (25%). დირექტორის პოზიციას იკავებს მიხეილ შარანგია.
  2. შპს „ანაგი“ სამეწარმეო რეესტრში 1995 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილია. რაც შეეხება წილებს, სრულად ფლობს ნანა აროშიძე, თუმცა, მის წილებს განკარგავს ზაზა გოგოტიშვილი.
  3. უმსხვილესი კომპანიების ათეულშია შპს „ორბი ჯგუფი ბათუმი“, რომელიც სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, მესაკუთრე კი ზაზა ზოიძეა.
  4. 2017 წელს დარეგისტრირდა შპს „ბკ ქონსთრაქშენი“, მისი დირექტორი ბაკური ბერეკაშვილია. კომპანიის მესაკუთრე შპს „ბკ ჰოლდინგია“. ამ უკანასკნელის წილების ნახევარს ირაკლი ბურდილაძე ფლობს, დარჩენილ 50%-ს კი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე შოთა ბერეკაშვილი, რომლის წილებსაც ასევე რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე მაკა კვიციანი განკარგავს.
  5. შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ დირექტორი ალექსანდრე ოქროშიძეა. კომპანია ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან. კომპანია შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ საკუთრებაშია. თავის მხრივ ამ უკანასკნელის პარტნიორებს შორის არიან: პაატა ჩიტორელიძე, ლევან ბერაძე, გიორგი ბერაძე, ზაქრო ებელაშვილი, დავით ქარდავა, მაია ყურაშვილია და გივი შენგელია.
  6. 2009 წლიდან ოპერირებს შპს „კომფორტმშენ XXI“. კომპანიის წილებს სრულად ფლობს თათა წიკლაური. ის ასევე იკავებს კომპანიაში დირექტორის თანამდებობას.
  7. შპს „დნთ ქონსთრაქშენი“ საქართველოში 2020 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი თურქეთის მოქალაქე სადიქ სერთან დემირთაშია, წილებს კი თურქეთში დაარსებული სააქციო საზოგადოება „დტ მუჰენდისლიქ ვე თააჰჰუთი“ ფლობს.
  8. ასევე 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე შპს „მედეგი“, რომლის დირექტორიც დავით ფარასტაშვილია. კომპანიის მესაკუთრეები და მათი წილები ასე გამოყურება: დურმიშხან მამესწარაშვილი (70%); დავით ფარასტაშვილი (30%).
  9. შპს „საბა კონსტრაქშენი“ 2012 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. კომპანიის დირექტორია ლევან თარგამაძე. კომპანიის მესაკუთრეა შპს „საბა ინვესტი“, რომლის წილების საბოლოო მფლობელი სლავა შერაზადიშვილია.
  10. 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“. კომპანიის მესაკუთრე თურქეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ემინ უჩარია. დირექტორის პოზიციას კი თურქეთის მოქალაქე სერქან ოზერი იკავებს.

ცნობისთვის, ჩამოთვლილი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა