დადიანის ქუჩაზე სახელმწიფო ქონება ₾4.1 მილიონად იყიდება
თბილისში, შ. დადიანის ქუჩა N28-ში მდებარე 566.00 კვ.მ. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა 4 125 000 ლარია. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 412 500 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5 000 ლარით.
აღსანიშნავია, რომ საპრივატიზებო ობიექტი ხვდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები.
მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს.
აუქციონი 11 ივნისს დაიწყო და 25 ივნისს დასრულდება.