OpenAI წელს რეკორდული $10 მილიარდის შემოსავალს მიიღებს
OpenAI შემოსავლის რეკორდულ ზრდას პროგნოზირებს - ამჟამად 2025 წლის პროგნოზირებული შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის განმარტებით, ხელოვნურ ინტელექტზე მზარდი მოთხოვნის წყალობით, შესაძლებელი გახდება წლის გეგმის სრულად შესრულება და მოსალოდნელზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება.
შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2024 წელს OpenAI-ის შემოსავალმა $3.7 მილიარდი შეადგინა, თუმცა კომპანიას თითქმის $5-მილიარდიანი ზარალი ჰქონდა. ChatGPT-ზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, წელს კომპანია შემოსავლების თითქმის სამჯერ გაზრდას შეძლებს.
OpenAI ამჟამად პლანეტის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია, რომლის შეფასება უკვე აღწევს 300 მილიარდ დოლარს.