ისრაელ-ირანის დაპირისპირების ესკალაცია გრძელდება
ისრაელსა და ირანს შორის ღია საომარი მოქმედებები მე-5 დღეა გრძელდება.
ისრაელმა ირანი ერაყის დასავლეთ საზღვრიდან დედაქალაქ თეირანამდე და აღმოსავლეთით მაშჰედამდე დაბომბა. საპასუხოდ ირანმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა 24 ადამიანი დაკარგა. მოკლულია ირანის სამხედრო პირები, გენერლები და რევოლუციური გვარდიის დაზვერვის უფროსი.
საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყანაში საცხოვრებელი რაიონები არაერთხელ დაზარალდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დაბომბვაში დაადანაშაულა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამ ეტაპზე "ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს.
“მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ. ჩვენ გამარჯვებისკენ გზაზე ვართ. ამას ირანიც კარგად ხვდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
Aljazeera ირანიდან ფოტოებს აქვეყნებს: