მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი - პროფესია, რომელიც ნდობას აშენებს
მობინადრეებთან ურთიერთობის სპეციალისტის როლი ბევრად აღემატება სტანდარტულ ადმინისტრაციულ საქმიანობას - ეს პროფესია გულისხმობს სიღრმისეულ ემპათიას, პასუხისმგებლობას და მუდმივ მზადყოფნას, იყოს ხიდი მობინადრესა და კომპანიის სხვადასხვა სამსახურებს შორის. როცა საქმე ეხება სახლს - ადამიანის ყველაზე პირად და მნიშვნელოვან სივრცეს - თითოეული დეტალი, თითოეული თხოვნა და გამოწვევა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა დაკმაყოფილდეს. სწორედ ამიტომ, მობინადრეებთან ურთიერთობის გუნდი არის ის უხილავი ძალა, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს ნდობასა და სანდოობაზე აშენებს.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ მარიამ მეცხოვრიშვილს - ადამიანს, რომელიც 4000-ზე მეტი მობინადრის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს და ქმნის იმ გარემოს, სადაც სახლი ნამდვილად იგრძნობა, როგორც სიმშვიდისა და უსაფრთხოების ადგილი.
1. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით დოკუმენტების ციფრულად შენახვა და როგორია თქვენი დამოკიდებულება "წვრილმანების“ მიმართ?
- ჩემს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია წვრილმანებზე იყო ორიენტირებული, როცა 5000 უკვე არსებული მობინადრე გვყავს ყოველღიურად კი მათი რიცხვი იზრდება და პლიუს ამას დიდ დიღომში ვაშენებთ 8 000 ოჯახიან საცხოვრებელ კომპექსს. ზეპირად დეტალების დამახსოვრება ძალიან რთულია ყოველდღიურად იმდენად მაღალია სხვადასხვა საკითხებზე ჩვენთან მომართვიანობა დოკუმენტების გაციფრულება არამარტო მნიშვნელოვანი არამედ საჭირო გახდა.
2. გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა მობინადრეს რეალურად ჰქონდა გადახდილი თანხა, მაგრამ ის არ ჩანდა სისტემაში? როგორ იმოქმედეთ?
- დიახ, გვაქვს მსაგვსი შემთხვევები როცა მობინადრეს თანხა აქვს ჩარიცხული მაგრამ, პროგრამაში ეს ჯერ ასახული არ არის რადგან CRM-ში სადაც ჩვენ ვმუშაობთ და ბუღალტერის ჩარიცხვებს შორის არის ხოლმე რამდენიმე დღანი სხვაობა. მობინადრის მიერ ჩარიცხული თანხა ბუღალტერს უწევს შეიყვანოს ხელით, თუმცა ამაში სანერვიულო არაფერია ამ შემთხვევაში ან ვუკავშირდებით მობინადრეს და ვთხოვთ ქვითარს რის საფუძველზეც პროგრამაში ვასწორებთ თანხას ან ველოდებით ბუღალტერის მიერ სრულად განახლებას.
3. რა თვისებაა თქვენში ყველაზე გამოსარჩევი ამ როლისთვის - ემპათია, სიმშვიდე, პასუხისმგებლობა თუ სხვა რამ?
- მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის როლში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია ემპათია, სიმშვიდე და პასუხისმგებლობა, თუმცა მათგან განსაკუთრებით გამოსარჩევი არის ემპათია. ეს თვისება გაძლევს შესაძლებლობას, მობინადრის საჭიროებები, შეშფოთებები და ემოციები მართლა გაიგო და გულწრფელად გაუგო მათ. ემპათია გეხმარება კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი სწორი ტონითა და დამოკიდებულებით იმოქმედო, როდესაც მობინადრე გრძნობს, რომ მართლა უსმენენ და მისი პრობლემა მნიშვნელოვანია, მსგავსი დამოკიდებულება მობინადრესაც აწყნარებს და რთულ სიტუაციებს არ აუარესებს პირიქით, ხდები კონცენტრირებული მხოლოდ პრობლემის მოგვარებაზე.
4. რას ფიქრობთ, რით უნდა იზომებოდეს ამ პოზიციაზე წარმატება? რაოდენობით, კმაყოფილებით თუ სხვა რამით?
- მობინადრეებთან ურთერთობის მენეჯრის პოზიციაზე წარმატება იზომება მობინადრეების კმაყოფილებით თუ გინდა ამ პოზიციაზე მიაღწიო წარმატებას უნდა იყო პასუხისმგებლიანი, წვრილმანებზე ორიენტირებული და აუცილებელია მობინადრესთან დასრულებული თითოეული კომუნიკაცია იყოს კმაყოფილებით აღსავსე.
5. რას ნიშნავს თქვენთვის ''ზრუნვა მობინადრეზე?'' და როგორ გამოიხატება ეს ყოველდღიურ საქმეში?
- ჩემი აზრით მობინადრეზე ზრუნავ მაშინ, როდესაც მას ნემისმიერ საჭრო და ახალ ინფორმაციას აწვდი. პროექტის დასრულების შემდეგ ვეხმარებით შეხვედრის დაორგანიზებაში თავმჯდომარის არჩევასა და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებაში. კორპუსის დასრულების შემდეგაც კი ნებისმიერ საკითხზე ჩვენ მობინადრეების გვერდით ვართ, მათ მოთხოვნებს და საკითხებს ვისმენთ და ვმოქმედებთ შესაბამისად სწორედ ეს მგონია მე მობინადრეებზე ზრუნვა.