5-10 წელიწადში ქუჩებში ჰუმანოიდი რობოტები ივლიან - ChatGPT-ის შემქმნელი
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი აცხადებს, რომ 5-10 წელიწადში ქუჩებში ჰუმანოიდი რობოტები თავისუფლად იმოძრავებენ. ამის შესახებ მან პოდკასტში, Uncaped with Jack Altman-ში განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი რობოტების შექმნა ამჟამად ძალიან რთულ საინჟინრო ამოცანას წარმოადგენს, თუმცა არ ნიშნავს იმას რომ შეუძლებელია.
„ეს რეალურ მომავალს ჰგავს, ChatGPT-ისგან განსხვავებით. რაც არ უნდა მაგარი იყოს ChatGPT-ი, ის მაინც კომპიუტერშია.“ - აღნიშნა ალტმანმა და დასძინა, „ყველაფერი იმ წერტილისკენ მიდის, რომ 5-10 წელიწადში ქუჩები ხელოვნური ინტელექტის მქონე ჰუმანოიდი რობოტებით გაივსება“.