თეგებით ძიება

2025 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

2025 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის I კვარტალში 3.4 პროცენტით განისაზღვრა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6 პროცენტი)
  • განათლება (27.7 პროცენტი)
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი)
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა
  • ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი)
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა
  • სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.0 პროცენტი)
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9 პროცენტი)
  • ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი)
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7 პროცენტი)

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-4.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.1 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.1 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს - ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.5 პროცენტი), დამმუშავებელი მრეწველობა (8.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), განათლება (7.2 პროცენტი), მშენებლობა (6.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი).

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, დაზუსტებული მონაცემები 2025 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა