თეგებით ძიება

მოსამართლეების ხელფასი ორმაგდება - პარლამენტის ახალი ინიციატივა

ერთპარტიულ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შევიდა, რომელიც მოსამართლეთა ხელფასების ორმაგ და მეტ ზრდას ითვალისწინებს. ცვლილებების შედეგად, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების თვიური ანაზღაურება 10 000 ლარს გადააჭარბებს.

კანონპროექტი ეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შემდეგ მოსამართლეების სახელფასო განაკვეთები ფიქსირებული თანხების ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტის „საბაზო თანამდებობრივი სარგოთი" განისაზღვრება. ამასთან, გაუქმდება მოქმედი ნორმა (69-ე მუხლი), რომელიც მოსამართლეთა ხელფასებს პირდაპირ განსაზღვრავდა.

ცვლილების შედეგად, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის (ამჟამად ნინო ქადაგიძე) ანაზღაურება 7 000 ლარიდან 14 600 ლარამდე იზრდება. იგივე ტენდენცია ვრცელდება სხვა მოსამართლეებზეც:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები: 6 000 ლარის ნაცვლად 12 410 ლარი
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე: 5 800 ლარიდან 12 264 ლარამდე
  • თავმჯდომარის მოადგილე: 5 600 ლარიდან 12 118 ლარამდე
  • სააპელაციო სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები: 5 300 ლარიდან 11 972 ლარამდე
  • სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეები: 5 000 ლარის ნაცვლად 11 826 ლარი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: 4 600 ლარიდან 11 972 ლარამდე
  • სხვა რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეები: 4 600 ლარის ნაცვლად 11 388 ლარი
  • საქალაქო კოლეგიების თავმჯდომარეები: 4 300 ლარიდან 11 388 ლარამდე
  • მაგისტრატი მოსამართლეები და სხვა მოსამართლეები: 4 000 ლარის ნაცვლად 10 512 ლარი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა