ამერიკას დღეში 1,000 მილიონერი ემატება
UBS-ის 2025 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშმა შთამბეჭდავი სტატისტიკა გამოავლინა - როგორც ჩანს, 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის 400,000 ადამიანმა მოიპოვა მილიონერის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე საშუალოდ 1,000-ზე მეტი ამერიკელი უერთდებოდა მილიონერთა სიას.
2024 წლის ბოლოსთვის აშშ-ში მილიონერების საერთო რაოდენობამ 24 მილიონს მიაღწია. ეს რიცხვი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები მილიონერების 40%-ს წარმოადგენს, რაც მდიდარი მოსახლეობის კონცენტრაციაზე მიუთითებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებზე გლობალური სიმდიდრის დაახლოებით 35% მოდის. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ფინანსურ ჰეგემონიას და იმ ფაქტს, რომ ის ჭეშმარიტი ზესახელმწიფოა.
მილიონერთა უდიდესი ნაწილი თავის წარმატებას საფონდო ბირჟას, საინვესტიციო საქმიანობას და კერძო ბიზნესს უკავშირებს. გარდა ამისა, მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ამ სტატუსის მიღწევა მაღალ ანაზღაურებადი პროფესიული საქმიანობის შედეგად შეძლეს.