წელს საქართველოში 125 ირანული კომპანია დარეგისტრირდა - ყველა მათგანის საქმიანობის სფერო უცნობია
2025 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 125 ირანული კომპანია დარეგისტრირდა. 2024 წლის განმავლობაში 380 - ამის შესახებ bm.ge-სთვის საქსტატის მიერ მიწოდებულ მონაცემებში წერია.
წელს რეგისტრირებული ყველა კომპანიის საქმიანობის სფერო უცნობია
2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9,300 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4 ჯერ აღემატება 2013 წლამდე საქართველოში არსებულ ირანელების კომპანიებს. ამის შესახებ აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის თანახმადაც, საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება.
კვლევაში მიმოხილულია "ოცნების" მთავრობის ურთიერთობა ირანულ მხარესთან და ხაზგასმულია, რომ პოლიტიკურ დაახლოებასთან ერთად, ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ირანთან ვაჭრობა 3-ჯერ გაიზარდა, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ.