საქართველოში საწვავი გაძვირდა - რამდენით გაიზარდა ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე
საქართველოში საწვავი გაძვირდა - ღირებულების ცვლილება ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე მიმდინარე კვირას ეტაპობრივად ისახება.
უფრო კონკრეტულად, საწვავის ფასი ზრდა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურების ნაწილში 23 ივნისიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან დღემდე საწვავის ფასები 5-10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.
Gulf (ფასი გაიზარდა 10 თეთრით)
G-Force სუპერი - 3.47 ლარი;
G-Force პრემიუმი - 3.07 ლარი;
G-Force ევრო რეგულარი - 2.97 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;
G-Force ევრო დიზელი - 3.03 ლარი;
ევრო დიზელი - 2.93 ლარი.
Wissol (გაძვირდა 6-7 თეთრით)
ეკო სუპერი - 3.45 ლარი;
ეკო პრემიუმი - 3.03 ლარი;
ეკო დიზელი - 2.98 ლარი;
ევრო დიზელი - 2.90 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;
დიზელ ენერჯი - 2.85 ლარი.
Socar (ღირებულება გაიზარდა 5-10 თეთრით)
ნანო სუპერი - 3.45 ლარი;
ნანო პრემიუმი - 3.05 ლარი;
ნანო ევრო რეგულარი - 2.85 ლარი;
ევრო 5 დიზელი - 2.87 ლარი;
ნანო ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი.
Rompetrol (ფასი ჯერჯერობით უცვლელია)
Efix სუპერი - 3.45 ლარი;
Efix ევრო პრემიუმი - 3.03 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.77 ლარი;
Efix ევრო დიზელი - 2.96 ლარი;
ევრო დიზელი - 2.86 ლარი.
Portal (ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა)
სუპერი - 2.99 ლარი;
პრემიუმი - 2.74 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.54 ლარი;
ევრო დიზელი - 2.74 ლარი;
ეფექტური დიზელი - 2.54 ლარი.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს, ერთი კვირის განმავლობაში როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასები თითქმის 10 დოლარით არის შემცირებული. თბილისის დროით 10:00 საათისთვის ერთი ბარელი brent-ის ტიპის საწვავი 68.14 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება კი 65.64 დოლარია. 22 ივნისს Brent-ის ფასი 77-78 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) კი 65-66 დოლარის ფარგლებში.