თეგებით ძიება

კომერციული ბანკების მოგება 1.273 მლრდ ლარამდე გაიზარდა - რომელი გავიდა ზარალზე?

2025 წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები 1 272 865 000 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც აპრილის მონაცემებთან შედარებით 268.2 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, საფინანსო სექტორმა იანვარ-აპრილში 1.004 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 5 თვეში ზარალზე 5 ბანკი გავიდა.

ბანკები, რომლებიც 2025 წლის 5 თვეში მოგებაზე გავიდნენ:

  • „საქართველოს ბანკი“ – 655.849 მლნ ლარი;
  • „თიბისი ბანკი“ – 485.715 მლნ ლარი;
  • ლიბერთი ბანკი“ – 51.493 მლნ ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 40.267 მლნ ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 31.633 მლნ ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 18.208 მლნ ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 12.623 მლნ ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 10.949 მლნ ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ – 6.789 მლნ ლარი;
  • მიკრობანკი „კრისტალი“ –6.240 მლნ ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 6.057 მლნ ლარი;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 2.201 მლნ ლარი;
  • მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ - 1.013 მლნ ლარი
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - 119 ათასი ლარი

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, წელს იანვარ-მაისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • „ვითიბი ბანკი“ – 43.215 მლნ ლარი;
  • „სილქ ბანკი“ – 8.907 მლნ ლარი;
  • „ჰეშ ბანკი“ – 3.735 მლნ ლარი;
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 362 ათასი ლარი;
  • „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 72 ათასი ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა