"რა შემთხვევაში შეიძლება მოექცეს თქვენი ბიზნესი სანქციების ქვეშ?" - ბრიტანეთის საელჩო ბიზნესებს აფრთხილებს
დიდი ბრიტანეთი საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო სანქციების შესახებ , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას.
სახელმძღვანელო ასახავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით და წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს დაეხმარება სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვაში და შესაბამისობის უზრუნველყოფაში", - წერია პოსტში.