თეგებით ძიება

ესპანელი "სელებრითები" მეზობლად და 24-საათიანი გაძლიერებული დაცვა - როგორ სახლში ცხოვრობს ილია თოფურია?

ეს­პა­ნელ-ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ილია თო­ფუ­რია უკვე ნამ­დვი­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვია UFC-ში. ეს და­ა­დას­ტუ­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დანა უა­იტ­მა, კვი­რას ჩარლზ ოლი­ვე­ი­რას­თან პირ­ველ რა­უნდში მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ის მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნად აქ­ცია.

ამას ემა­ტე­ბა მისი ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ქა­მა­რიც, რაც მას ის­ტო­რი­ა­ში მე­ა­თე ორ­მაგ ჩემ­პი­ო­ნად ხდის, ის ერ­თა­დერ­თია, ვინც ამ ეტაპს და­უ­მარ­ცხებ­ლად მი­აღ­წია.

"მკაც­რი ვარ­ჯი­ში­სა და ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გარ­და, თო­ფუ­რი­ას სჭირ­დე­ბა კარ­გი ად­გი­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად და ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად, რათა მო­ემ­ზა­დოს და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გაძ­ლი­ერ­დეს მო­რი­გი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის­თვის" - წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია.

სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, "ელ მა­ტა­დო­რი" ალი­კან­ტე­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მან თა­ვი­სი ლე­გენ­დის შექ­მნა და­ი­წყო. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც უმაღ­ლეს ვარ­სკვლა­ვურ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და, ის მად­რიდ­ში გა­და­ვი­და, რათა ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის­თვის მო­ემ­ზა­დოს, რომ­ლებ­საც, რო­გორც ჩანს, არა­სო­დეს წა­ა­გებს.

ილია თო­ფუ­რი­ას სა­სახ­ლე მად­რიდ­ში

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თო­ფუ­რია არ არის ხმა­უ­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, მას მოს­წონს კარ­გი ცხოვ­რე­ბა: ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დის ტან­საც­მე­ლი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი და ფუ­ფუ­ნე­ბის სხვა საგ­ნე­ბი. მისი სახ­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან ეს არის ლა­მა­ზი და დიდი სა­სახ­ლე მად­რი­დის გა­რე­უ­ბან­ში.

კონ­კრე­ტუ­ლად, ექ­სკლუ­ზი­ურ უბან­ში „ლას ლო­მას­ში“, სა­დაც მისი მე­ზობ­ლე­ბი ეს­პა­ნე­ლი "სე­ლებ­რი­თე­ბი". ამ უბან­ში ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რვა მი­ლი­ონ ევ­რომ­დეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მებ­რძოლს არას­დროს უსა­უბ­რია ღიად თა­ვის სახლზე, მან თა­ვის მიმ­დევ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, წარ­მოდ­გე­ნა შეჰ­ქმნო­დათ მის ქო­ნე­ბა­ზე.

თო­ფუ­რი­ე­ბის სახ­ლს აქვს ფარ­თო ბაღი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­ზა­რე­უ­ლო, ასე­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, სა­ვარ­ჯი­შო სივ­რცე და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ოთა­ხი. სახ­ლს აქვს ასე­ვე აქვს გარე ზონა, დიდი სა­ცუ­რაო აუ­ზით და სივ­რცე სტუმ­რე­ბის­თვის. ინ­ტე­რი­ე­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­ნათ­ლით, რო­მე­ლიც ოთა­ხებ­ში ფარ­თო ფან­ჯრე­ბი­დან შე­მო­დის. გარ­და ამი­სა, მის ავ­ტო­ფა­რეხ­ში რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვი­საა ად­გი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ წელს თო­ფუ­რი­ამ გა­აძ­ლი­ე­რა უსაფრ­თხო­ე­ბა, რაც და­ემ­თხვა მისი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას. ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ცნო­ბით, „ელ მა­ტა­დორ­მა“ და­ი­ქი­რა­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის გუნ­დი, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან, რათა ჩემ­პი­ო­ნის ოჯა­ხი და­იც­ვან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა