თეგებით ძიება

ძველი თბილისი

ძველი თბილისში ცხოვრება ჯერ კიდევ IV საუკუნეში დაიწყო. ეს ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში იყო პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ცენტრი. აღსანიშნავია მისი განვითარება შუა საუკუნეებში და განსაკუთრებით - XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, როცა შეიქმნა ტიპური თბილისური არქიტექტურა: ორნამენტებით მდიდარი აივნები, ხის კონსტრუქციები, ვიწრო ქუჩები. სწორედ აქ არის თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. 

აქ ყოველი კუთხე, ყოველი აივანი, ყოველი კენჭიც კი რაღაცას მოგიყვება - სიყვარულზე, ბრძოლაზე, მეზობლობაზე, ტრადიციაზე და ცხოვრებაზე, რომელიც დროს არ ემორჩილება. 

ძველი თბილისი უნიკალურია იმითაც, რომ რელიგიური მრავალფეროვნება აქ ყოველდღიურობად იქცა. ერთი ქუჩაზე შეგიძლია იხილო მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ეს თანაცხოვრება შარდენის ქუჩის ხმაურით დაწყებული და ლეღვთახევის სიმშვიდით დასრულებული ქმნის ქალაქის უნიკალურ რიტმს.

ძველი თბილისის ტოპ 5 ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო - იქნება ეს პირველი ვიზიტი თუ მორიგი გასეირნება:

 1.ნარიყალა - თბილისის ციხე კედლებზე 

ძველი ციხე, რომელიც ქალაქს მაღლობიდან გადმოჰყურებს, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლოკაციაა ძველ თბილისში. აქედან იშლება ხედები მთელ ქალაქზე - ძველი უბნებიდან ახალი არქიტექტურამდე.

2. აბანოთუბანი 

გოგირდის აბანოები, რომლებმაც თბილისს სახელიც მისცეს ("თბილი წყლები"), დღესაც მოქმედებს და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს დამთვალიერებელს. აღმოსავლური არქიტექტურა, კუპოლები და შიდა ინტერიერები აუცილებლად დაგამახსოვრდება.

 3. ლეღვთახევი და ჩანჩქერი - ბუნება ქალაქის გულში 

ძველი თბილისიდან რამდენიმე ნაბიჯში აღმოჩნდები კლდოვან ხეობაში, პატარა ჩანჩქერით, ხიდებითა და ჩრდილოვანი სავალით. ეს ადგილი ერთდროულად სიმშვიდესაც გაწვდის და შთაგონებასაც.

4. შარდენის ქუჩა - ევროპული მუხტი თბილისურად 

ვიწრო ქუჩა, სადაც ბარები, ღვინის სახლები, გალერეები და მაღაზიები ერთმანეთს ენაცვლება. აქ ცხოვრება 24/7 მიმდინარეობს და სულ სხვა, თანამედროვე თბილისს გაგაცნობს ძველი კედლების ფონზე.

 5. სიონის და ანჩისხატის ტაძრები 

სიონის ტაძარი (VI–VII სს.) და ანჩისხატი (VI ს.) - ეს არის ქრისტიანული ტრადიციის ცოცხალი ნაწილი ძველი თბილისის გულში. მშვიდი, ღირსეული და დროის ზემოთ მდგომი ადგილებია.

თუ თბილისში ხარ, ძველ თბილისს გვერდს ვერ აუვლი, და თუ ერთხელ ნახავ ისევ დაბრუნდები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა