თეგებით ძიება

"890 ლარად ბინა?“ - უძრავი ქონების ექსპერტი ახალ რეალობაზე საუბრობს

ბოლო წლებში საქართველოში უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა - ფასების მატება, უცხოელი მიგრანტების შემოსვლა, ტურიზმის ზრდა და სოციალური ფონი დღეს ერთიანად აყალიბებს საცხოვრებელი სივრცის არჩევის ახალ წესებს. tia.ge-მ ინტერვიუ ჩაწერა უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტთან, ანანო ცხომარიასთან, რომელმაც ღიად და გულწრფელად ისაუბრა იმ ტრენდებზე, ემოციურ ფაქტორებზე, დაბალშემოსავლიანი ოჯახების პერსპექტივებზე და იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საქართველოს უძრავი ქონების სექტორს აყალიბებს.

რამდენად დიდ როლს თამაშობს ემოციური ფაქტორი ბინის არჩევისას და ცდილობენ თუ არა ადამიანები “სტატუსის“ შენარჩუნებას კონკრეტული უბნის არჩევით?

- ემოციური ფაქტორი ძლიან დიდი როლს თმაშობს, არსებობს, პირველად დანახვის ეფექტი "ეს ჩემი სახლი"-ს განცდა. ასევ წარსულის გამოცდილება, რაზეც უფიქრია და უოცნებია მყიდევლს. ხშირად უბნის არჩევა არა მხოლოდ კომფორტის და სასურველ ტერიტორიებთნ სიახლოვის გამო ხდება, არამედ სატატსუის გამოც, რადგან ჩვენში არსებობს "სნობური" აზროვნება და გარკვეულ უბანში ცხოვრება, ზოგიერთი ჩვენგანისთვის სტატუსს და სახელს ნიშნავს, რითიც ვიქმნით იმიჯთ.

რამდენად აისახება ტურიზმის ზრდა უძრავ ქონებაზე ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, თელავი, ანაკლია?

- ტურიზმის ზრდას პირდაპირი და უზარმაზარი გავლენა აქვს, უძრავი ქონების მოთხოვნის და ღირებულების ზრდაზე. ბათუმი უკვე წლებია, ყველაზე დინამიურად მზარდია, უძრავი ქონების ბაზარზე, რაც სწორედ ტურიზმის დამსახურებაა, ასევე გავლენას ახდენს ტურისტული სეზონი, რა დროსაც საგრძნობად იზრდება უძრავი ქონების ღირებულება, მოთხოვნიდან გამომდინარე. თელავის შემთხვევაში, მოთხოვნა არის საკარმიდამო მიწებზე, ვინც მეღვინეობით, სიმშვიდით და აგრო-სასოფლო პროექტებითაა დაინტერესებული, ფასები არ იზრდიბა ისეთი ტემპით როგორც ბათუმში მაგრამ თბილისელ და უცხოელ ინვეტორებს არსებული სტატისტიკებით მოთხოვნა გაზრდილი აქვთ. ანაკლიას, საკმაოდ ამბიციური გეგმები ქონდა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური მოვლენების გამო მისი განვითარება და უძრავი ქონების შეძენის მოთხოვნა ფაქტობრივად განულებულია, თუმცა წარმოუდგენიალი, ეს პოტენციალი დიდი ხნით იყოს "დაკონსერვებული" , ტურისტული ნაკადიც შემცირებულია, სხვა ტურისტულ ზონებთან შედარებით, თუმცა ღრმად მწამს რომ ამ ტერიტორიზე მოთხოვნა უახლოეს წლებში გაიზრდება.

როგორ აისახა გეოპოლიტიკური მიგრაცია – რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების შემოსვლა – თბილისისა და სხვა ქალაქების საცხოვრებელ ბაზარზე?

- 2022 წლიდან, ამ ქვეყნებიდან მასობრივმა შემოდინებამ, სერიოზულად შეცვალა საქართველოს ბაზარზე, საცხოვრებელი ბინების, მოთხოვნის დინამიკა, მოთხოვნის გაზრდამ გავლენა იქონია ფასებსი სწრაფ ზრდაზე. რუსეთ-უკრანინის ომმა გამოიწვია, ათიათსობით ადამიანის შემოდინება საქართველოში. მკვეთრად გაიზარდა როგორც უძრავი ქონების შეძენის ღირებულება ასევე ქირის ფასი. არსებულმა ვითარებამ დადებითან ერთდ უარყოფითი გავლენაც იქონია საქრთველოს მოსახლეობაზე, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილს გაუჭირდა ბინების ადეკვატურ თანხაში ქირობა და შეძენა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესის მფლობელებმა ამჯობინეს დღიურად გაქირავება თვიურ გაქირავებას და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სერიოზული დილემის წინაშე დადგა. 

რამდენად არის დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის ბინის შეძენა რეალისტური დღეს? როგორია ამ სეგმენტის პერსპექტივა?

- ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და აქტუალური თემაა საქრთველოში, დაბალანსებული ნამდვიალდ არ გახლავთ ეს საკითხი, მოსახლების 30%-40% ცხოვრობს ქირით, მარტივი მიზეზის გამო, მათ არ აქვსთ დანაზოგი რომ შეძლონ უძრავი ქონებსი შეძენა, დაბალშემოსავლიან მოსახლებას უჭირს და ფაქტობრივად არ შეუძლია უძრავი ქონებს შეძენა, სწორედ ამიტომ, "ალფა სახლმა" საქართელოს ბაზარზა დანერგა უპრეცედენტო პროდუქტი და მოსახლეობას შესთაზა, ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე, 5 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება, თვეში მხოლოდ 890 ლარად ბინის შეძენა, რამაც მოსახლეობას რეალური იმედი გაუჩინა, რომ მათ ისევ შეუძლიათ 5 წელში აისრულონ ნანატრი ოცნება და ქონდეთ საკუთრი ჭერი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდ როლს თამაშობს მედიაში გავრცელებული ეკონომიკური მოლოდინები ადამიანების უძრავი ქონების გადაწყვეტილებებზე?

მედიაში და შემდგომ მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაცია სერიოზულ გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე და იწვევს გარკვეულ რხევებს. მედია და სოც ქსელები ქმნიან განწობას, რომელიც აჩქარებს ან ანელებს პროცესებს. არსებულ "ხმებს" დროებითი ეფექტი აქვთ ხოლმე ძირითდად მალევე უბრუნდება ყველაფერი რეალურ მაჩვენებელს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა