თეგებით ძიება

შეამოწმე სანამ დაიწყებ - შენი უფლებები შენს ხელშია

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა და საკუთარი ბიზნესის დაწყება ბევრი ადამიანის ოცნებაა, ოჯახური სტაბილურობის, ფინანსური დამოუკიდებლობისა და პირადი ზრდის ბუნებრივი ეტაპი. თუმცა ამ ოცნებისკენ მიმავალი გზა არა მხოლოდ შესაძლებლობებით, არამედ სერიოზული სამართლებრივი გამოწვევებითაცაა სავსე.

ბინის ყიდვისას, შესაძლოა, შევხვდეთ ფორმალურად დაურეგისტრირებელ პროექტებს, იპოთეკით დატვირთულ ობიექტებს ან დეველოპერებს, რომლებიც საკუთრებას დროულად არ აფორმებენ მყიდველზე. ხოლო ბიზნესის დაწყებისას  ბევრჯერ გვინახავს წარმატებული იდეების მარცხი, მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორული შეთანხმება სიტყვიერად იყო გაფორმებული ან არც კი არსებობდა.

სამართლებრივი გაუფრთხილებლობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. და რაც მთავარია - მისი თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია.

1. იურიდიულად სუფთაა თუ არა უძრავი ქონება, რომელსაც ვყიდულობ?

უძრავი ქონების ყიდვამდე აუცილებელია გადაამოწმო მისი სამართლებრივი სტატუსი. ხშირად მყიდველები მხოლოდ გარიგების ფასზე ფოკუსირდებიან და ავიწყდებათ მთავარი - ბინა შეიძლება იყოს:

  • დაყადაღებული ან დავალიანების შემცველი;
  • იპოთეკით დატვირთული;
  • რეალურად სხვა პირზე რეგისტრირებული;
  • ან თუნდაც არარეგისტრირებული.

2. რა ფორმით და როდის გადმომეცემა ბინა?

თუ ბინა ჯერ მშენებარეა - ვალდებულება უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი:

  • როდის დასრულდება მშენებლობა;
  • როდის გაფორმდება საკუთრება;
  • რა ეტაპზე სრულდება გადახდა;
  • აქვს თუ არა შენ ხელშეკრულებას ნოტარიული ძალა?.

3. რა ფორმით უნდა დავარეგისტრირო ბიზნესი?

ინდმეწარმე, შპს, სს - ყველა მათგანს თავისი დანიშნულება და რისკის დონე აქვს. არასწორად შერჩეული ფორმა:

  • გაზრდის გადასახადებს;
  • გაგირთულებს პარტნიორებთან ურთიერთობას;
  • ან უარეს შემთხვევაში, პირად ქონებასაც კი დაგაკარგვინებს.

 4. როგორ უნდა დავაფიქსირო თანამშრომლებთან ან პარტნიორებთან შეთანხმება?

დასაწყისში ბევრი თანამშრომლობა ემოციურ ნდობაზე იწყება. მაგრამ რაც უფრო ღრმავდება საქმე, მით მეტად სჭირდება დოკუმენტური გამჭვირვალობა.

  • პარტნიორული შეთანხმება;
  • შრომითი ხელშეკრულება;
  • მომსახურების კონტრაქტი;
  • კონფიდენციალობის შეთანხმება (NDA).

ვერანაირი ზეპირი დაპირება ვერ მოგცემს იურიდიულ დაცვას.

 5. როგორ დავიცვა ჩემი იდეა, ლოგო და ბრენდი?

ამ ყველაფრისთვის აუცილებელი პირობებია:

  • რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი;
  • ინტელექტუალური საკუთრების მფლობელობის დოკუმენტი;
  • შემსრულებლებთან გაფორმებული საკუთრების გადაცემის ხელშეკრულება.

სხვა ადამიანმა შეიძლება იგივე გამოიყენოს და კანონიერადაც დარჩეს.

უძრავი ქონების შეძენა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება შეიძლება შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი იყოს შეგნებული, გააზრებული და იურიდიულად დაცული. სამართლებრივი დეტალები არ უნდა დარჩეს მხოლოდ იურისტების საზრუნავად - ყოველ მოქალაქეს, მეწარმეს ან მყიდველს უნდა ჰქონდეს საბაზისო ცოდნა, რომელიც მას იცავს გაუთვალისწინებელი პრობლემებისგან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა