თეგებით ძიება

საქართველოში მსესხებლების 19% კრედიტებს ვერ იხდის - რამდენი ადამიანია „შავ სიაში“

საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 8 ათასზე მეტით, ბოლო ერთ თვეში კი 1 163-ით გაიზარდა.

საქართველოში „კრედიონფოს“ „შავს სიაში“ 366 572 ადამიანია

„კრედიტინფოს“ ბოლო, 2025 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 366 572-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 358 238 პირი იყო, 2025 წლის აპრილში კი 365 409 ადამიანი.

ამასთან, ამავე სტატისტიკით, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 950 732 ადამიანს აქვს, შესაბამისად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა თითქმის 19% ვერ იხდის.

აღსანიშნავია, რომ 366 572 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 441 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 312 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 521 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.

რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.203 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.493 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 32.842 მლნ ლარს. ჯამში, 30 დღიდან ვადაგადაცილება 2.729 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4%-ია.

საერთო ჯამში, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 950 732 ადამიანს აქვს, შედეგად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა თითქმის 19% ვერ იხდის.

რაც შეეხება ზოგადადა სესხების მოცულობას, „კრედიტინფოს“ მონაცემებით, 2025 წლის მაისის მდგომარეობით საფინანსო სექტორს სულ გაცემული აქვს 67.731 მლრდ ლარის მოცულობის სესხი. აქედან, 93.6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 63.431 მლრდ ლარამდე მოცულობის კრედიტი სულ 1 621 194 მსესხებელს აქვს აღებული. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 709 368 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.638 მლრდ ლარს შეადგენს. კიდევ 22 386 ადამიანს კი, ჯამში 662.1 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა