თეგებით ძიება

შეამოწმე შენი არჩევანი - ეკო პროდუქტი თუ ეკო მითი?

ჩვენ თითქოს შეგნებული მოხმარების ეპოქაში ვცხოვრობთ ან, სულ მცირე, ასე გვინდა გვჯეროდეს. ეკო - გაცვლა, პლასტმასისგან თავისუფალი შეფუთვა, მცენარეული პროდუქტები მდგრადობა უკვე მოდად იქცა. მაგრამ ერთი  ჭეშმარიტება ხშირად გვრჩება თვალთახედვას არედან:

რაღაც რომ ეკო ჩანს ან ჟღერს, ჯერ არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ეკოა.

დღევანდელ რეალობაში ჩვენი არჩევანის დიდი ნაწილი ემყარება ეკო-მითებს კეთილგანწყობილ, მაგრამ ზედაპირულ იდეებს, რომლებიც კრიტიკულ შეფასებას ვერ უძლებენ.

მოხერხებულობის კულტურა და ერთჯერადი მოხმარების ჩვევა კვლავაც დომინირებს, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ უკეთესისკენ მივისწრაფვით.

როდესაც ბრენდები ეკოლოგიურობას გვთავაზობენ მხოლოდ ვიზუალურად და იდეის დონეზე ვწყნარდებით, თავს უკეთ ვგრძნობთ, მაგრამ ვაგრძელებთ იმავე ტემპით, იმავე მოხმარების რეჟიმით.

1. ქაღალდის არჩევა პლასტმასის ნაცვლად

ქაღალდის საწრუპები, ჭიქები და პარკები ხშირად ეკოალტერნატივებად მოიხსენიება, თუმცა ისინიც ერთჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი. მეტიც, ქაღალდის ჭიქები ხშირად დაფარულია პლასტმასით, რაც გადამუშავებას ართულებს. გავრცელებული მითი, რომ ქაღალდი ყოველთვის აჯობებს პლასტმასს, უგულებელყოფს მის ენერგო და წყლის ინტენსიურ წარმოებას. საბოლოოდ, მასალის მიუხედავად, ერთჯერადი ნივთები დიდ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. 

2. როცა მცენარეული საკვებიც ეკო - მითად იქცევა

მცენარეული საკვების მეტი რაოდენობით მიღება პლანეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯია ოქსფორდის კვლევით, ასეთი დიეტა სათბურის გაზების გამოყოფას 73%-ით ამცირებს. თუმცა, ხორცის შეცვლა გადამუშავებული ცილოვანი ბურგერებით, რომლებიც პლასტმასშია შეფუთული და გლობალურად გადააქვთ, კლიმატური გადაჭრის რეალური გზა არ არის. ეს პროდუქტები ხშირად ენერგოინტენსიურად იწარმოება და შეიცავს ხელოვნური ინგრედიენტების გრძელ სიას, რაც ნატურალურ საკვებს ნაკლებად ჰგავს. მდგრადი კვება ნიშნავს არა მხოლოდ მცენარეულს, არამედ ბუნებრივსა და ლოკალურსაც.

3. „ბიოდეგრადირებადი“ პროდუქტების გამოყენება

ბიოდეგრადირებადი, კომპოსტირებადი, ოქსოდეგრადირებადი ეს ეტიკეტები ხშირად ეკოლოგიურად მისაღებ და მომავლის გამოსავლად ჟღერს. მაგრამ სინამდვილეში ისინი ხშირად ეკო - მითებია, და არა რეალური ეკო გადაწყვეტილებები. ამ ნივთების უმეტესობა მხოლოდ სპეციალურ სამრეწველო პირობებში იშლება. იმ პირობებში, რომლებიც არც ნაგავსაყრელებს აქვთ და არც სახლის ურნებს. შედეგად, ისინი ან წლების განმავლობაში არ იშლებიან, ან იკარგებიან მიკროპლასტმასის სახით, რაც აბინძურებს ნიადაგს, წყალს და საბოლოოდ საკვებ ჯაჭვს. ზოგ შემთხვევაში,"ეკო" ალტერნატივებს ისეთივე ზიანი მოაქვს, როგორიც ჩვეულებრივ პლასტმასს უბრალოდ უკეთ შეფუთული და უკეთ გასაყიდია.

დღეს, როცა გარემოს დაცვა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი მოდაზე არ იყოს მორგებული, არამედ რეალობაზე. ეკო - მითების მიღმა ხშირად დგას მარკეტინგი და მოხერხებულობა. ნამდვილი მდგრადობა იწყება მაშინ, როცა ზედაპირული სიმშვიდის ნაცვლად ვირჩევთ ცნობიერებას, მოხერხებულობის ნაცვლად - პასუხისმგებლობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა