თეგებით ძიება

იანვარ-მაისში ისრაელის მოქალაქეებმა თბილისში 1 745 უძრავი ქონება იყიდეს, რუსეთის მოქალაქეებმა კი 317 ერთეული - კვლევა

2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა - ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ უახლეს კვლევაში -„უძრავი ქონების გაყიდვების მახასიათებლები“ არის აღნიშნული.

Galt & Taggart-მა 2025 წლის ივნისში სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს).

ამავე კვლევის მიხედვით, 2025 წლის მაისში ჯამურად 3 179 ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა, რაც მცირედით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2024 წლის მე-5 თვეს გაყიდული სახლების რაოდენობა 3 193 იყო. მთლიანად 2025 წლის 5 თვეში თბილისში სულ 15 865 ბინა გაიყიდა, (2024 წლის 5 თვეში 15.9 ათასი) ჯამურმა ღირებულებამ 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

5 თვეში საქართველოში ისრაელის მოქალაქეებმა 1 745 ბინა იყიდეს

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ წელს 5 თვეში გაყიდული ბინებიდან საქართველოს მოქალაქეებზე 77% მოდის, მაშინ როცა, წინა წელს ადგილობრივების წილი 79%-ს შეადგენდა.

კვლევის მიხედვით, 2025 წლის პირველ ხუთ თვეში უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საქართველოს მოქალაქეები - 77% (12 216 ერთეული უძრავი ქონება)
  • ისრაელის მოქალაქეები - 11% (1 745 ერთეული უძრავი ქონება)
  • რუსეთის მოქალაქეები - 2% (317 ერთეული უძრავი ქონება)
  • სხვა - 10% (1 587 ერთეული უძრავი ქონება)


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა