თეგებით ძიება

890 ლარი თვეში! - შენი შვილის სტუდენტობისთვის ბინა უკვე მზადაა

ჩვენი შვილების მომავლზე ფიქრი მაშინ არ იწყება, როცა ისინი სკოლაში მიდიან ან უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავენ. ეს ბევრად ადრე იწყება - მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან და შენ პირველად ფიქრობ იმაზე, თუ როგორ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, განათლება და სტაბილური ცხოვრება.

როგორც მშობლები, ხშირად ვიწყებთ დანაზოგების გაკეთებას:

  • ვხსნით საბანკო ანაბარს;
  • ვაგროვებთ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას;
  • ვგეგმავთ მათი სწავლის დაფინანსებას.

მაგრამ არსებობს კითხვა, რომელსაც ხშირად გვერდს ვუვლით:

არის კი ანაბარი საუკეთესო გზა შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად?

ანაბარი – სტაბილური, მაგრამ შეზღუდული სარგებელი

საბანკო ანაბარი ნამდვილად შეიძლება იყოს უსაფრთხო გზა თანხის შესანახად, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მისი სარგებელი ხშირად ინფლაციასაც კი ვერ ეწევა. დღეს, საქართველოში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 7-10%-ს შეადგენს, თუმცა ყოველდღიური ხარჯების ზრდას ეს სარგებელი პრაქტიკულად ნულმდე დაყავს.

ანაბარი ვერ ქმნის მატერიალურ ღირებულებას - ის მხოლოდ ინახავს შენს ფულს.

უძრავი ქონება - ინვესტიცია, რომელიც მომავალი თაობისთვისაც მუშაობს

უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში უკვე წლებია სტაბილურად იზრდება. თბილისში ბინის ფასი ბოლო 5 წელიწადში საშუალოდ 45%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ რაც დღეს ღირს 90,000 ლარი, შესაძლოა ხვალ 130,000 ლარი ღირდეს. და ეს მატება არა მხოლოდ ბინის ფასს, არამედ მის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალსაც მოიცავს.

მაგალითი:

თუ დღეს შვილისთვის ხსნი ანაბარს 30,000 ლარით და ელოდები 5-7% სარგებელს - 5 წელში შენს ანგარიშზე დაახლოებით 42,000 ლარი დაგხვდება.

მაგრამ იმავე თანხით თუ უძრავ ქონებას შეიძენ შიდა უპროცენტო განვადებით და ბინა გაქირავებას დაიწყებ - ყოველთვიურად მიიღებ მინიმუმ 800-1000 ლარს, ხოლო 5 წლის შემდეგ თავად ბინა იქნება სერიოზული აქტივი, რომლის გაყიდვით ან შვილისთვის დატოვებით ათმაგად დააზღვევ მის მომავალს.

რატომ არის ახლა საუკეთესო დრო ბინის შესაძენად?

"ალფა სახლი" გთავაზობთ ინვესტიციის რეალურ შესაძლებლობას:

  • არავითარი წინასწარი შენატანი;
  • 5 წელი შიდა უპროცენტო განვადება;
  • თვეში მხოლოდ 890 ლარიდან;
  • კვ.მ – 1250$

შენ არა მარტო ქმნი დანაზოგს, არამედ შენთვის ან შენი შვილისთვის აშენებ მომავალს, რომელიც სოლიდური აქტივით და რეალური ღირებულებით განისაზღვრება.

როდის დაგჭირდება ეს ბინა?

შენი შვილი 10 წლის არის? ესე იგი 7-8 წელიწადში უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. სწორედ იმ დროს, როცა მას თბილისში სწავლისთვის საცხოვრებელი დასჭირდება, შენ უკვე გექნება საკუთარი ბინა. შენს შვილს არ მოუწევს ქირის გადახდა, შენ კი არ დაკარგავ წლიურად ათასობით ლარს.

შანსი, რომელიც მხოლოდ 50 ბინას ეხება

ახლა არის დრო – განვადების საუკეთესო პირობებით;

ახლა არის შანსი – თვეში მხოლოდ 890 ლარით;

ახლა იწყება შენი და შენი შვილის უკეთესი მომავლის გზა

ბავშვის მომავალზე ზრუნვა ხშირად ერთ ნაბიჯზეა დამოკიდებული - იმაზე, მიიღებ თუ არა გადაწყვეტილებას, რომელიც წლების შემდეგ დიდ შედეგს მოგიტანს.

დიდი დიღომი, პეტრე იბერის N13 – “სხვა უბანი”, სადაც მომავალი შენდება.

დაგვიკავშირდი დღესვე:

📞 *245 17 17 | 514 10 70 70 | 7171

🌍 საზღვარგარეთიდან – WhatsApp/Viber: 514 10 70 70

შენ გადაწყვიტე – დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველყოფთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა