თეგებით ძიება

ფინეთში რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალათ

15 ივლისიდან ფინეთში კანონი შევიდა ძალაში, რომლითაც რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალათ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაკანენი X-ზე წერს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდეც უნდა მიეღოთ, რადგან საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.

"ეს მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რომელიც დიდი ხანი უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ჩემი აზრით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ამ რეფორმის ჩატარების აუცილებლობა. ძალიან მიხარია, რომ კანონი მიღებულია და დღეს ძალაში შევიდა. ის ეხება ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერებას და ყველა სახის გავლენისთვის მომზადებას", - წერს თავდაცვის მინისტრი.

გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, აქამდე ფინეთის მთავრობას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შეეძლო რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის ბლოკირება. კერძოდ, თითოეული ტრანზაქციის შესწავლა ხდებოდა და თუ თავდაცვის სამინისტრო მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეაფასებდა იბლოკებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა