თეგებით ძიება

„ბინებზე ფასები დღესაც იზრდება, მაგრამ არა როგორც 3 წლის წინ - ბაზარი თავის ბუნებრივ ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდა“

„დეველოპერულ პროექტებზე მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსდა მათ შორის ხელოვნურად, ბანკების ჩართულობით“, - ამის შესახებ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა და „მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების პირობებში, ბაზარზე სამშენებლო პროექტების ფასების დასტაბილურება შეინიშნება.

„დეველოპერულ პროექტებზე მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსდა მათ შორის ხელოვნურად, ბანკების ჩართულობით. ფასები დაბალანსდა და შესაძლოა ითქვას, რომ ახალი ციკლის დაწყების წინა პერიოდში ვართ. კომპლექსური დეველოპერული პროექტები გამოჩნდა ბაზარზე, რაც სხვა მიდგომებს საჭიროებს დეველოპერების მხრიდან და მიმდინარე სიტუაცია აწყობილია განსხვავებულ მომხმარებელზე. კონკურენციამ მოიტანა ის, რომ დეველოპერები ფიქრობენ, როგორც საუკეთესო საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე, ასევე საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლების კუთხით - ეს ორი ამოცანა აქვთ დღეს დეველოპერებს“, - აღნიშნავს გივი კორინთელი.

"ახალი ციკლის დაწყების წინა პერიოდში ვართ - სხვა მიდგომებს საჭიროებს"

საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში უძრავი ქონების ფასები მზარდია. ამ ნაწილში საუბრისას გივი კორინთელი აღნიშნავს, რომ ღირებულების მატება ბუნებრივი პროცესია.

„დეველოპერულ პროექტებზე ფასის ზრდის ტენდენცია ბუნებრივი პროცესია. თუ წინ პერიოდებში ღირებულების მატება გამოწვეული იყო გლობალური მოვლენებით. მაგალითად, უკრაინა-რუსეთის ომით დაწყების შემდეგ არალოგიკური გარემო შექმნა უძრავი ქონების ბაზარზე. ეს ფაქტორები ახლა მეტ-ნაკლებად აღარ არის და ბაზარი თავის ბუნებრივ ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდა.

უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იზრდება, თუმცა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდს ვადარებთ. ასე მაგალითად, დღესაც იზრდება ფასები, მაგრამ არა ისე, როგორც სამი წლის წინ. შეიძლება ითქვას რომ, უძრავი ქონების ფასები ეკონომიკური ზრდის ფეხდაფეხ უფრო მიდის, ვიდრე გლობალური გამოწვევების ფონზე“, - აცხადებს საუბრისას გივი კორინთელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა