გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა - დაშავდა ერთი ადამიანი
გონიოში მრავალსართულიანი კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა.
ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარი დაუდასტურეს და უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.