თეგებით ძიება

უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლოა, სალიზინგო კომპანიები გამოჩნდეს?!

დეველოპერები შემოდგომიდან უძრავი ქონების სექტორში სიახლეების დამკვიდრებას გეგმავენ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე დღის წინ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა განაცხადა.

მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ დაგეგმილი სიახლე უკავშირდება პირველად ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვის მიდგომა.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომპანია „არსის“ დირექტორმა, ბესო ორთოიძემ განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ რა სიახლეზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს უძრავი ქონების ბაზარზე ერთგვარი სალიზინგო კომპანიების გაჩენას. მისივე შეფასებით, ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.

უძრავი ქონების შეძენა შესაძლოა, სალიზინგო კომპანიით შეძლოთ

„ეს სიახლე ჯერ არ მომისმენია და არც ჩვენი მხრიდან გაჟღერებულა, თუმცა, სავარაუდოდ ვხვდები რაზეა საუბარი, რადგან არ არის სიახლე. ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როცა ერთგვარი შუამავალი რგოლი არსებობს, დეველოპერისგან ყიდულობს და უფრო გრძელვადიანი განვადებით აძლევს მომხმარებელს. ჩავთვალოთ, როგორც ბანკის იპოთეკური პროდუქტია, როდესაც მომხმარებელი მიდის ბანკისგან იღებს იპოთეკურ სესხს და შემდეგ წლების განმავლობაში იხდის.

ეს იქნება სალიზინგო კომპანიების მსგავსი, რომლებიც ყიდულობენ ავტომანქანებს და შემდეგ ლიზინგით გასცემენ, შესაძლოა, დაახლოებით ასეთი სიახლის დანერგვა იგეგმებოდეს ჩვენთანაც, უძრავი ქონების ბაზარზე,“ - განაცხადა ორთოიძემ.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება შემცირებული იპოთეკური სესხები იყოს.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროდუქტი არასაცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ჰქონდათ საქართველოშიც. მაგრამ დაახლოებით საბანკო პროდუქტის მსგავსი გამოდიოდა და დიდად იპოთეკურ სესხს კონკურენციას ვერ უწევდა. იყვნენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ და ჩვენთვისაც შემოუთავაზებიათ მსგავსი პროდუქტი.. ვნახოთ..

ეს ყველაფერი უფრო გამოიწვია იმან, რომ ბოლო პერიოდში ბანკის სესხები საკმაოდ გაზრდილია, რისკიანობა საკმაოდ გაზრდილი აქვს ბანკს.. თუ შევხედავთ იპოთეკური სესხების რაოდენობა მცირდება წელს, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციები უძრავი ქონების არ შემცირებულა. ამან უფრო დააყენა დღის წესრიგში მსგავსი სიახლის დანერგვა, ბევრ დეველოპერს უკვე აქვს მსგავსი შეთავაზება, რომელიც გათანაბრებულია საბანკო პროდუქტთან,“ - აღნიშნა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა