თეგებით ძიება
18. 07. 2025 ბიზნესი

თურქეთი, კვიპროსი, რუსეთი - რომელი ქვეყნების მოქალაქეები ფლობენ საქართველოში მსხვილ აზარტულ ბიზნესებს

საქართველოში აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ უცხოური კომპანიებს შორის, ყველაზე მსხვილ ბიზნესებს კვიპროსის, თურქეთის, რუსეთის, ისრაელის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეები ფლობენ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატმა“ bpn.ge-ს იმ კომპანიების ჩამონათვალი მიაწოდა, რომელთა საკონტროლო პაკეტსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 2025 წლის I კვარტლის მდგომარეობით პერიოდს.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები ფლობენ მსხვილ აზარტულ ბიზნესებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ბრუნვის მიხედვით, ტოპ-10 აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული უცხოური კომპანიის ჩამონათვალი, ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია - კვიპროსი
  • შპს ასვლა - კვიპროსი
  • შპს ევროპაბეთი - შვედეთი
  • შპს ემფაერი - ბელიზი
  • შპს ივერია ჯგუფი - ჩეხეთის რესპუბლიკა
  • შპს მშვიდობა - თურქეთი
  • შპს პლანეტ მარკეტი - ისრაელი
  • შპს პრინცესს ბათუმი - თურქეთი
  • შპს სანშაინ - ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.)
  • შპს ქართული კაპიტალ ჯგუფი - ნიდერლანდები, რუსეთის ფედერაცია, პოლონეთი

რაც შეეხება დასაქმების მიხედვით, კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია - კვიპროსი
  • შპს ემფაერი - ბელიზი
  • შპს მშვიდობა - თურქეთი
  • შპს ოტიუმ კაპიტალ - მალაიზია
  • შპს ოქროს ლომი - თურქეთი
  • შპს პლანეტ მარკეტი - ისრაელი
  • შპს პრინცესს ბათუმი - თურქეთი
  • შპს როიალ გემბლინგ - რუსეთის ფედერაცია
  • შპს სანშაინ - ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.)
  • შპს ქართული კაპიტალ ჯგუფი - ნიდერლანდები, რუსეთის ფედერაცია, პოლონეთი

ცნობისთვის, საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული 1038 კომპანიაა რეგისტრირებული. თუმცა, რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან აქტიური სტატუსი მხოლოდ 137 კომპანიას ჰქონდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა