თეგებით ძიება

წელს სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 174.6 მლნ ლარამდე შევიდა - მხოლოდ ივნისში 38.557 მლნ ლარი

წელს, იანვარ-ივნისში, სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 174 588 123 მლნ ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან ჩანს.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, მხოლოდ ერთ თვეში, ივნისში გარდახდილი ჯარიმებით ბიუჯეტი 38.557 მლნ ლარით შეივსო, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 7 მლნ ლარით მეტია. უფრო კონკრეტულად, წელს მაისში სახელმწიფო ხაზინაში აღნიშნული სანქციებიდან - 31.619 მლნ ლარი შევიდა, აპრილში - 35.214 მლნ ლარი, მარტში - 25.963 მლნ ლარი, თებერვალში - 21.917 მლნ ლარი, ხოლო იანვარში - 21.587 მლნ ლარი.

ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) თანახმად, წელს იანვარ-ივნისში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, ბიუჯეტი 140 305 082 ლარით შეივსო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში - 125 410 626 ლარით.

რაც შეეხება კონკრეტულად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ხაზინაში გადახდილ თანხას, იანვარ-ივნისში 96 431 599 ლარი შეადგინა, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო - 5 740 291 ლარი, ხოლო უბილეთო მგზავრობის გამო - 990 165 ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა