თეგებით ძიება

6 თვეში თბილისში 19 205 ბინა გაიყიდა - როგორია კვ.მ-ის საშუალო ფასები

2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში 19 205 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.6%-იანი კლებაა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქორლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მონაცემებში.

კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში გაყიდვების 4.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი წლიურად 14.8%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ფასებს, „ქოლიერსის“ მიხედვით, დედაქალაქის ცენტრში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ახალ ბინებს, საშუალო ფასი ფართო ცენტრებში გაიზარდა 20.6%-ით, 10.5%-იანი მატება დაფიქსირდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრებში კი ფასები 7.4%-ით გაძვირდა.

„ახალი პროექტებში ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის იანვარ-ივნისში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 1 139 დოლარი იყო, წინა წლის პირველ ნახევარში კი 1 034 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა