"ინვესტიცია უძრავ ქონებაში დღესაც ერთ-ერთ ყველაზე გამართლებულ გადაწყვეტილებად რჩება“ - ინტერვიუ მონიკა გაბელაიასთან
უძრავი ქონება – თემა, რომელიც საქართველოში თითქმის ყველა ოჯახისთვის აქტუალურია. ბინის ყიდვა, გაქირავება, მშენებლობაში ჩაბმა თუ უბრალოდ უსაფრთხო ინვესტიციის ძიება – ყველა ეს მიმართულება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მით უფრო დღევანდელ პირობებში, როცა ბაზარი სწრაფად იცვლება, მოთხოვნები იზრდება, ხოლო ტექნოლოგიები ახალ სტანდარტებს აყალიბებს.
დღევანდელი ინტერვიუსთვის ვესაუბრეთ უძრავი ქონების სფეროში მოქმედ გამოცდილ სპეციალისტს, მონიკა გაბელაიას, რომელიც გაყიდვების მენეჯერის პოზიციას იკავებს ერთ-ერთ მსხვილ დეველოპერულ კომპანიაში.
- რა შესაძლებლობებია ადამიანებისთვის, ვინც ბინის გაქირავებით პასიური შემოსავლის შექმნას ცდილობს - რისკებია თუ სარგებელი?
უძრავ ქონებაში ინვესტიცია, დღეს საქართელოში ყველაზე სტაბილურ და ნაკლებად სარისკო ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს. ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ბინის ქირავნობაზე, ამიტომ რისკი იმის, რომ მოთხოვნა შემცირდეს ნაკლებია. ამას ბოლო წლების სტატისტიკა ადასტურებს. მომდევლო წლებშიც ქირავნობა სტაბილური პასიური შემოსვალის სტატუს შეინარჩუნებს. დედაქალაქში მიმდინარე ურბანული პროცესები გვაძლევს ამით ფიქრის საშუალებას. ქალაქში მიწის დეფიციტი იქმნება, რაც გარკვეულ ეტაპზე შეამცირებს ახალი მშნებებლობების ტემპს. შედეგად მივიღებთ სურათს, როდესაც უძრავი ქონების ფასი საკმაოდ მაღალი იქნება, რაც გაზრდის მოთხოვნას ქირავნობაზე. დღეს უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ უძრავი ქონება აქციონ პასიური შემოსავლის წყაროდ, უნდა გაითვალისწინონს შენობის კონდიცია და ლოკაცია. ძველ კორპუსებში, რომლებსაც გაუვიდათ საექპლუატაციო ვადები, სამომავლოდ რისკის შემცველია. კონკურენტუნარიანი ახალი კორპუსებთან შედარებით შეიძლება ძველ კორპუსებზე მოთხოვნის შემცირდეს და შესაბამისდ ქირავნობის ფასისი კლება გამოიწვიოს. თუ საინვესტიციო ბინის შეძენის დროს სწორად არ იქნება შერჩეული ლოკაცია, გრძელვადიან პერსპექტიაში შეიძლება წარუმატებელ ინვესტიციად იქცეს.
- როგორია მწვანე სივრცეების წილი ახალ პროექტებში – ხდება თუ არა ინვესტირება ბუნების შენარჩუნებასა და გარემოს კეთილმოწყობაში?
მწვანე სივრცეების წილი მკვეთრად გაიზარდა ახალ კორპუსებში. ეს განპირობებულია მოთხოვის ზრდით. ქალაქის ურბანული განაშენიანების სტილმა და დატვირთული ცხოვრების რიტმმა გაზარდა მოთხოვნა საცხოვრებელ კომპლექსებზე, სადაც კომერციულ ობიექტებთან ერთად უნდა გხვდებოდეს მწვანე სივრცეები. ძირითადი ტენდეცია არის ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, რომლებიც პირდაპირ იმეორებენ საცხოვრებელი კომპლექსების სტილს და ნაკლები ყურადრება ექცევა არსებული მწვანე ნაწილის კონცერვაციას და შემდგომ მის მოვლა პატრონობას. თუ შევადარებთ ახალ ტენდენციებს თუნდაც 5 წლის უკან არსებულს, მწვანე ზონებზე მოთხოვნა გაზრდილია და შესაბამისად მეტი თანხა იხარჯება დეველოპერების მხრიდან მათ შესაქმნელად.
- იზრდება თუ არა მოთხოვნა ისეთ მასალებზე, რომლებიც მიწისძვრას, ხანძარს ან ტენიანობას უკეთ უძლებს?
დღევანდელი მდგომარეობით, თავად მომხმარებელი ძალიან გაზრდილია, რასაც ადასტურებს მოთხოვნები, რაც ბაზარზე ჩნდება და რაც კარნახობს დეველოპერებს შემდგომ ნაბიჯებს. თუ წლების წინ, მომხმარებელი მხოლოდ კვადრატული მეტრის ღირებულებით ინტერესდებოდა, დღეს დაინტერესებულია საამშენებლო მასალის ხარისხით, კორპუსის მედეგობით, თბოიზოლაციის დეტალებით, ხანძარსაწინააღდეგო სისტემებით და ა.შ. რაც რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მოვლენაა. მომხმარებლის სტანდარტების ზრდა უზრუნველყოფს მშნებებლობის ხარისხის ზრდას.
- რომელ რეგიონულ ქალაქებშია დღეს რეალური შანსი, რომ უძრავი ქონება გახდეს მომგებიანი ინვესტიცია?
როგორი უკვე ავღნიშნეთ თბილისში მიწის დეფიციტი შეიქმნება და შესაბამისად საამშენებლო ბიზნეს დასჭირდება სხვა არეალები. დღევანდელი მდგომარეობით ბათუმიც საკმაოდ დატვირთულია და არ არის ახალი ბაზარი. აქტიურად დაიწყება თბილისის შემოგარენის ათვისება და ამ ეტაპზე საინტერესოა საინესტიციოდ რუსთავი. ჯერ საამშენებლო პროცესი საწყის ეტაპზეა. შემდეგი ქალაქი სადაც შეიძლება საამშენებლო ბუმი დაიწყოს ეს არის ქუთაისი. რამდენიმე დიდმა კომპანიამ დაიწყო უკვე მშენებლობა და დღეს კარგი შანსია საინვესტიციოდ შეძენის. აღნიშნული ლოკაციების გარდა, პროცესები ასევე დაიწყება სხვა რეგიონალურ ცენტრებში.
- 20 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ უძრავი ქონება საქართველოში?
20 წლის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარი უფრო გაშლილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს, დეველოპერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციებად თბილისი და ბათუმია, თუმცა გაიზრდება მასშტაბები და ყველა დიდი ქალაქში გაიშლება პროცესები. რაც შეეხება თბილისს, აქტიური იქნება ძველი საბჭოთა შენობების ახლით ჩანაცვლების პროცესი.