თეგებით ძიება

რა ღირს კერძო სახლები თბილისის უბნებში?

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.0%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4 % შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-0.6%), ისე კერძო სახლების (-2.5%).

რაც შეეხება საკუთარი სახლების (1მ2 -ის) მედიანური ღირებულებას, უბნების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ყველაზე იაფი კი გლდანშია.

უფრო კონკრეტულად: (ფასი 1მ2)

  • მთაწმინდა - 4 462 ლარი
  • ვაკე - 3 957 ლარი
  • დიდუბე - 3 577 ლარი
  • საბურთალო - 3 505 ლარი
  • ისანი - 3143 ლარი
  • ჩუღურეთი - 3 068 ლარი
  • სამგორი - 2 944 ლარი
  • კრწანისი - 2 897 ლარი
  • ნაძალადევი - 2 573 ლარი
  • გლდანი - 2 540 ლარი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა