თეგებით ძიება

II კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.4%-ით გაძვირდა, I კვარტალთან - გაიაფდა

II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონება 1%-ით გაიაფდა, წლიურად კი 5.4%-ით გაძვირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) მიხედვით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 56.1%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

აპრილ-ივნისში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-0.6%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-2.5%).

2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.2%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 5.7%-ით.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ახალაშენებული ბინების მ²-ის მედიანური ღირებულება საცხოვრებელი ბინებისა და კერძო სახლების ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა