თეგებით ძიება

ივნისში ბათუმში $76 მილიონის ბინები გაიყიდა - როგორი იყო ბინების მ²-ის საშუალო ფასი?

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის უახლესი მიმოხილვის თანახმად, ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების 25.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, მაღალი, 41.5%-იანი ზრდა აჩვენა ბაზრის ზომამ.

ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა

2025 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,357 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული.

ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 26.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, გასული თვეებში არსებული კლების ტრენდისგან განსხვავებით, 11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.

ბაზრის ზომა 41.5%-ით, 76 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

საშუალო შეწონილი ფასი

2025 წლის ივნისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა