თეგებით ძიება

ივნისში თბილისში 3 266 ბინა გაიყიდა - როგორ შეიცვალა კვადრატული მეტრისა და ქირის ფასი

2025 წლის ივნისში თბილისში 3 266 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.

გასული წლის ამავე საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ეს 10.34%-იანი ზრდაა, რადგან მაშინ გაყიდულ ბინათა რაოდენობა 2 960-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში პირველად ბაზარზე 1 454 ბინა გაიყიდა, ხოლო მეორადზე - 1 812.

რაც შეეხება ფასს, ბინების საშუალო ფასი 1 338 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 3.08%-იანი მატებაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ქირის ფასი, რაც კვადრატულ მეტრზე 9.4 აშშ დოლარს შეადგენს - წინა წლის ამ პერიოდში 9.9 აშშ დოლარი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა