თეგებით ძიება

6 თვეში თბილისში 19 131 ბინა გაიყიდა - რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი

2025 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 19 131 ბინა გაიყიდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ “გალტ&თაგარტის“ კვლევაშია საუბარი. მონაცემების მიხედვით, გაყიდვები წიურად რაოდენობის მხრივ 1.6%-ით, ხოლო თანხობრივად 5.6%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მხოლოდ ერთ თვეში, ივნისში, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 266 შეადგინა, აქედან:

მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 2.6%-ითაა შემცირებული;

პირველად ბაზარზე გაყიდვები (რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს), წლიურად 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ჯამურად 2025 წლის 6 თვეში წლიურად 6.1%-ით არის გაზრდილი.

„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მიხედვით, 2025 წლის ივნისში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გასული წლის ივნისის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. თუმცა, გაყიდვები თვიურად მაისში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ კვლავ შემცირდა. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გაყიდვები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა“,- აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება წელს ივნისში გაყიდულ ბინების რაოდენობას უბნების მიხედვით, ყველაზე მეტი უძრავი ქონება დიდი დიღომსა და სამგორში გაიყიდა.

უფრო კონკრეტულად, 1 თვის მონაცემები ასეთია:

  • დიდი დიღომი - 669 ბინა
  • სამგორი - 511 ბინა
  • საბურთალო - 501 ბინა
  • გლდანი - 324 ბინა
  • კრწანისი - 264 ბინა
  • ნაძალადევი - 260 ბინა
  • ისანი - 249 ბინა
  • დიდუბე 202 ბინა
  • ჩუღურეთი - 106 ბინა
  • ვაკე -99 ბინა
  • მთაწმინდა - 52 ბინა
  • ვაშლიჯვარი - 29 ბინა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა