თეგებით ძიება
24. 07. 2025 ბიზნესი

ბედნიერი საათები პენსიონერებს - Calligraphy Cafe and Wine Bar-ის შეთავაზება

ძველი თბილისის გემო, სურნელი და ადამიანური სითბო უნიკალურია. ეს ის განცდებია, რომლებიც წარსულთან გამძაფრებულ კავშირს გვინარჩუნებს და თანამედროვე ყოველდღიურობაში სულიერ სიღრმეს ჰმატებს. სწორედ ამ ფასეულობების გადმოცემას ემსახურება Calligraphy Cafe and Wine Bar – ადგილი, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით ეპყრობა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღირებულ წევრებს - უფროს თაობას.

კაფე "კალიგრაფმა“ დაიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პენსიონერებისათვის არა მხოლოდ ფინანსური შეღავათების შეთავაზებას, არამედ მათთვის სითბოს, კომფორტისა და სასიამოვნო გარემოს შექმნას.

ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით – ორი ლაღიძის წყალი და ორი ფუნჩულა მხოლოდ 10 ლარად.

გარდა ამისა, საპენსიო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.  

Calligraphy Cafe and Wine Bar ცდილობს, თითოეულმა სტუმარმა იგრძნოს თავი საჭირო და დაფასებულ ადამიანად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავსი ინიციატივებიც – შევახსენოთ ჩვენს უფროს თაობას, რომ მათი წვლილი ქვეყნისა და საზოგადოების ისტორიაში ფასდაუდებელია.

კაფე მდებარეობს ძველ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, #39-ში. ეს ადგილი ბუნებრივად ერწყმის იმ განწყობას, რაც ქალაქის ძველ ნაწილს ახასიათებს – სიწყნარე, სიყვარული, მოგონებები და სითბო.

ფასდაკლების მისაღებად საჭიროა თან იქონიოთ საპენსიო ბარათი. ერთი მაგიდისთვის გამოიყენება მხოლოდ ერთი ფასდაკლება.

Calligraphy Cafe and Wine Bar ქმნის არამხოლოდ გემოსა და ვიზუალზე დაფუძნებულ გამოცდილებას, არამედ ურთიერთობების ახალ კულტურას – დაფასებას, თანაგრძნობასა და ყურადღებას.

დროა, კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ ძველი თბილისის გემო, ძველ ქუჩებში – სიყვარულითა და პატივისცემით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა