თეგებით ძიება

გაიგე სანზონის ისტორია

სანზონა - უბანი თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაძალადევსა და თემქას შორის. იწყება გურამიშვილის გამზირის 30/31-ის შემდეგ და მთავრდება მეტრო სარაჯიშვილთან. სანზონა თბილისის ცნობებში 1920-იანი წლებიდან გვხვდება, მასიურ დასახლებამდე აქ განლაგებული იყო წყლის ორი დიდი რეზერვუარი, რომელიც ქალაქს წყლით ამარაგებდა. 

სანზონის დასახელება იშიფრება როგორც სანიტარული ზონა. ეს სახელი უბანს განსაკუთრებული მიკრო კლიმატის გამო შეერქვა. ადრე სანზონაში ხეხილის ბაღები ყოფილა გაშენებული. მასიური დასახლების გაჩენამდე სანზონის ტერიტორიაზე განლაგებული იყო წყლის ორი დიდი რეზერვუარი, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის წყლის მომარაგებას. სანზონაში წყალი ნატახტრიდან მოდიოდა და რეზერუვუარები მკაცრად კონტროლირებადი იყო მილიციელების მიერ. ამან განაპირობა მისი სახელწოდება: "სანზონა" ანუ სანიტარული ზონა.

60-იან წლებში კორპუსების აქტიური მშენებლობა გაჩაღდა, იმ დროში უბანს „სან-ზონის დასახლებას“ ეძახდნენ. ამ დასხლებაში გადიოდა დიდი ქვაფენილიანი გზა, რომელსაც ავჭალის გზატკეცილი ერქვა (დღევანდელი გურამიშვილის გამზირი). კინოთეატრ „საქართველოდან“ ავჭალამდე დადიოდნენ გერმანული „პიკაპები“, 50-იან წლებში მუშაობა დაიწყო ტრამვაიმ, რომელიც ჯერ დიდუბიდან მე-8 საავადმყოფომდე, შემდეგ კი დიდუბიდან ავჭალამდე მოძრაობდა.

სანზონა გამოირჩეოდა მიკროკლიმატითაც, რის გამოც აქ ხეხილის დიდი ბაღები იყო გაშენებული. 1950-იან წლებში სანზონაში ყველაზე პოპულარული ადგილი იყო "პლატონას დუქანი", რომელსაც მთელი თბილისიდან უამრავი კლიენტი ჰყავდა. კოპრუპსების მშენებლობა სანზონაში 1960 წელს დაიწყო. უბანში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ გერმანელები, ჩეხები, აზერბაიჯანელები, დუხაბორები და მალაკნები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა