ბედნიერი საათები უფროსი თაობისთვის - კაფე “კალიგრაფის” ინიციატივა
თბილისის ისტორიულ უბანში, იქ, სადაც თითოეულ ეზოსა და კედელს საუკუნეების მოგონება შემორჩა, არსებობს ადგილი, რომელსაც მხოლოდ კაფეს ვერ დაუძახებ. კაფე და ღვინის ბარი “კალიგრაფის” - ეს არის არამხოლოდ ღვინის ბარი და კულინარიული თავშეყრის სივრცე, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის, ადგილობრივი ესთეტიკის და თაობათა მეხსიერების გაგრძელება თანამედროვე ფორმით.
ის, რაც ამ სივრცეს განსაკუთრებულს ხდის, არის სწორედ მის მიღმა მდგომი ხედვა - სურვილი, ძველი თბილისის სული თანამედროვე რეალობაში გადაიტანონ ისე, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი უფროსმა თაობამ, თავი კვლავ საჭირო და დაფასებულად იგრძნოს. ამ კონცეფციიდან გამომდინარე, კაფე და ღვინის ბარი “კალიგრაფს” პენსიონერებისთვის განკუთვნილი ინიციატივითაც გამორჩეულად გამოვიდა - არა როგორც მარკეტინგული ხრიკი, არამედ როგორც ემოციური, ღირებულებაზე დაფუძნებული ნაბიჯი.
რატომ არ არის ეს მხოლოდ ერთჯერადი კამპანია, როგორ ესმით კაფე და ღვინის ბარი "კალიგრაფის“ გუნდს საზოგადოების საჭიროებები და რა გეგმები აქვთ მომავალში - ამ ყველაფერზე საუბრობს კაფე და ღვინის ბარი "კალიგრაფის“ გენელარული მენეჯერი, ქეთევან ლორთქიფანიძე.
- როგორ ხედავთ კაფე და ღვინის ბარის "კალიგრაფის“ როლს თბილისის კაფეებს შორის? გსურთ, რომ იგი დარჩეს მხოლოდ კულინარიულ სივრცედ, თუ ამ ხედვას უფრო ფართო კულტურული მისია გააჩნია? (როგორც ვიცით ქართულ ნოტებსა და ესთეტიკისკენ გაქვთ გეზი)
კაფე და ღვინის ბარი "კალიგრაფი“ თავიდანვე შეიქმნა როგორც მეტი, ვიდრე უბრალოდ კაფე. ეს არის ადგილი, სადაც ერთ სივრცეში იყრის თავს ქართული ანბანის სილამაზე, ადგილობრივი ესთეტიკა და ღვინის კულტურა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გემო და ატმოსფერო, არამედ ის ემოცია, რომელსაც ეს ადგილი ჩვენს სტუმრებში იწვევს. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ძველი თბილისის სული, დავაკავშიროთ თაობები და შევქმნათ გარემო, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთში გადადის. უფროს თაობას შეუძლია აქ ხელახლა შეიგრძნოს ძველი გემო და ემოცია, ხოლო ახალგაზრდებს ვთავაზობთ სივრცეს, სადაც ისინი ქართულ ფესვებს დაუკავშირდებიან. კაფე და ღვინის ბარი "კალიგრაფი“ არის კულტურულად დატვირთული თავშეყრის ადგილი, იდეებისთვის, დიალოგისთვის და შთაგონებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კაფე შეიძლება იქცეს ნამდვილ პლატფორმად ადამიანებს შორის კავშირის, იდეების გაცვლისა და სითბოს გასაზიარებლად, ეს კი ძალიან გვახარებს.
- როგორ გაჩნდა იდეა პენსიონერებისთვის სპეციალური შეთავაზების შესაქმნელად? იყო ეს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ შთაგონება საზოგადოებრივ საჭიროებაზე დაფუძნდა?
ეს ინიციატივა ჩვენი გუნდის შიგნით გაჩნდა, როცა ვმსჯელობდით ძველი თბილისის - ძველი გემოების და ემოციურ ბმებზე. უფროსი თაობა ყველაზე მკაფიოდ უკავშირდება ამ განცდებს, ამიტომ ეს მხოლოდ კეთილგანწყობის ჟესტი არ უნდა ყოფილიყო, არამედ რეალური - თუნდაც მცირე პასუხი არსებულ საჭიროებაზე: ყურადღება, პატივისცემა და მადლიერება.
ჩვენთვის ეს ინიციატივა არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოხატულებაც ამავდროულად - გრძნობით მიძღვნილი პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავად ქმნიდა იმ ქალაქს, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. კაფე და ღვინის ბარი „კალიგრაფი“ არის ადგილი, სადაც ისინი მიიღებენ გულთბილ ღიმილს და სითბოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტივობა სხვებსაც შთააგონებს - როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ დონეზე.
- რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ მსგავსი ინიციატივები მხოლოდ რეკლამისთვის კეთდება?
თუ ასეთი ინიციატივები მხოლოდ რეკლამად აღიქმება, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ეძებს ავთენტურ მაგალითებს. ამიტომ, ჩვენი მიზანი იყო არა ხმაური, არამედ მათი გულწრფელი მადლიერების გამოხატვა და მათი ტკბობა ძველი გემოების გახსენებით და მათთან ერთად ამ სიხარულის გაზიარება და თუ მაინც ამას რეკლამას უწოდებენ - ეს ყველაზე თბილი რეკლამაა, რაც შეგვიძლია გვქონდეს.
- გაჩნდება თუ არა მომავალში "პენსიონერთა დღე“ ან მსგავსი ფორმატით განსაზღვრული დღეები თქვენს კაფეში?
ეს იდეა უკვე განიხილება და ძალიან გვსურს, რომ ასეთი აქტივობა გავხადოთ ტრადიციული. ვფიქრობთ, რომ გაჩნდეს თვეში ერთი განსაკუთრებული დღე, როდესაც უფროსი თაობა გაგვიზიარებს თავიანთ ამბებს, მოგონებებს ან მონაწილეობას მიიღებს თემატურ საღამოებში. ჩვენი სურვილია, რომ ეს ინიციატივა იქცეს მცირე საზოგადოებრივ პლატფორმად, სადაც რეალურად იბადება სიყვარული, პატივისცემა და თაობებს შორის დიალოგი, ასეთივე გულწრფელ და მყუდრო გარემოში, როგორიც თავად კაფე და ღვინის ბარი "კალიგრაფია“.