ივნისში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, ივნისში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით მეტია.
"2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.